დედა ეკლესიამ საოცარად თავდადებული ადამიანი დაკარგა
დედა ეკლესიამ საოცარად თავდადებული ადამიანი დაკარგა
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".

- ეს სიტყვები ქალბატონმა მარიამ გიგოლიშვილმა თავის გარდაცვილ შვილს, მამა ბასილ გოგილიშვილს მიუძღვნა. სამწუხაროდ, სიცოცხლეში მამა ბასილს თავად არ ვიცნობდი და მისი ღვაწლისა და ადამიანური თვისებების სიკარგეზე გარდაცვალების მერე გავიგე. მამა ბასილის სულიერ მოძღვარს, სამღვდელო დასში გამორჩეულ არქიმანდრიტ იოანეს (კიკვაძე) კი წლებია ვიცნობ. შეუძლებელია მამა იოანეს აღზრდილი სულიერი შვილი მისი მსგავსი არ ყოფილიყო. მიუხედავად დიდი სიმძიმისა, მამა იოანეს, როგორც სულიერ მშობელს, სულიერი შვილის გახსენება ვთხოვე. 1 მაისს ხომ მამა ბასილის დაბადების დღეა...

-მამაო, როგორი სახელი დატოვა მამა ბასილმა?
- ნამდვილად კარგი კაცის სახელი დატოვა. არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს მასზე აუგი ეთქვას.

- როგორც სულიერი მოძღვარი როგორ დაახასიათებთ მამა ბასილს?
-მამა ბასილის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე ენა ჩამივარდა. გონება რომ გერევა და რეალობას სცდები ისე დამემართა. დაუჯერებელი ამბავი მოხდა... წარმოიდგინე, შვილო, მთელი 17 წელი ადამიანთან მამა-შვილურად რომ იცხოვრებ, ამ საზარელი ამბის გაგების შემდეგ როგორ მდომარეობაში ვიქნებოდი... ეს ის შვილი კი არ იყო, რომელიც მყავს, იმაზე ბევრად უკეთესი. მხედველობაში მაქვს დაჯერებაში, სამსახურში, საქმიანობაში, თავდადებაში. ჩემს ხორციელ შვილს ხშირად უთქვამს, -შენ, მამა ბასილი უფრო გიყვარს ვიდრე მეო. ჩემს შვილთან იშვიათად მიწევდა ურთიერთობა. ყოველი წამი და ყოველი წუთი მასზე ვიყავი დამოკიდებული და ის ჩემზე იყო დამოკიდებული. მე ძალიან დიდი რამ დავკარგე. ეჭვი არ მეპარება, რომ ის იქიდან ნამდვილად მეხმარება.

ჩემი ძალიან დიდი ხათრი ჰქონდა. უფალი დიდია და დიდად მოწყალე. ჩვენ მამა ბასილი ძალიან გვიყვარს, მაგრამ არამგონია, რომ უფალზე მეტად გვიყვარდეს. რაიმე არსება ან ვინმე არსებობდეს ამქვეყნად, რომ ჩვენზე უფრო მეტად უყვარდეს მამა ბასილი. ერთადერთი ღმერთს უყვარს ყველაზე მეტად. ღმერთი დიდია და ის ხედავს ჩვენს გულებს. მხედველობაში მაქვს რა ხდება ადამიანის გულში. ამ იმედით მე ვხედავ, რომ მამა ბასილი განისვენებს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მამა ბასილს გული ჰქონდა წრფელი, მზად იყო იმისთვის, რომ უფალს მსხვერპლად დადებოდა. უფალი ყველაფერს ხედავს და მწამს, რომ მამა ბასილი ცხონდა.

ვიდრე მე ვიქნები და ვიდრე ეკლესია იარსებებს, მისი სახელის ხსენება მუდამ იქნება. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ არ შეიძლება მამა ბასილი არ ცხონდეს. იმ ეკლესიებში, სადაც მოღვაწეობდა, მისი ხსენება წირვა-ლოცვაზე მუდმივად იქნება. ამიტომ არის ეკლესია ყოვლისმომცველი, ის მთლიანად მაშტაბებში აღიქვამს მთელ სამყაროს. ადამიანებს მცირედ ნაღვაწსაცკი არ უკარგავს. ურთიერთობაში საოცრად თბილი და გახსნილი იყო. თავს არ შეგაწყენდა, არ გადაგღლიდა. ძალიან უყვარდა დედა. პირადად მე, დედაჩემი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვერ გამოვხატავდი სიყვარულს, ისე როგორც ის თავის დედას ექცეოდა. ალბათ, სხვანაირად არც შეიძლებოდა. დედა-შვილმა ერთად მრავალი განსაცდელი გადაიტანეს. დედამისმა თუ გადაიტანა მამა ბასილის გარდაცვალება, დარწუნებული ვარ, ეს არის იმის შედეგი, რომ მას დიდი ტკივილები აქვს გადატანილი, საკუთარი ძმა და ახალგაზრდა მეუღლე ჰყავს გარდაცვლილი.

KARIBCHE

მამა ბასილი - სტიქაროსნობისას

-მამა ბასილს თუ ჰქონდა თქვენთან გარდაცვალებაზე საუბარი? თუ უფიქრია ამაზე?
-თავად მამა ბასილს სიკვდილზე არ უსაუბრია. ვთვლიდი, რომ ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო, როგორც გონებით, ასევე ფიზიკურადაც. შეიძლება ბევრი მისაუბრია, რომ ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ სიკვდილზე, მაგრამ ის რომ მას სიკვდილზე ესაუბროს, მოსალოდნელ საფრთხეზე, ასეთი რამ არ ყოფილა. ამდენმა ტრაგედიებმა, შემთხვევებმა, შინაგანად ნაღვლიანი გახადა. ოღონდ ამას არავის აჩვენებდა. ხანდახან დამინახავს თავის ფიქრში წასული...

-მამაო, იქნებ გაიხსენოთ მამა ბასილთან თქვენი პირველი შეხვედრა?
-2000 წლის დასაწყისი იყო, დაახლოებით 7-8 მარტი როცა არქიმადრიტმა ზენონმა (იარაჯული), (ახლა მეუფე ბრძანდება) თანამწირველ მღვდლად წამიყვანა მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში. ამავე ტაძარში მსახურობდა მართლაც ღირსეული მოძღვარი მამა თომა ( ღმერთმა დაუმკვიდროს მის სულს სასუფეველი), რომლის სულიერი შვილი გახლდათ მამა ბასილი. მამაო, მაშინ ერის ადამიანი, სტიქაროსანი გიორგი იყო. მამა დავითზე ასვლის პირველსავე დღეებში დამიკავშირდა და ჩემთან მოვიდა. მამა თომაზეც მესაუბრა, თავის ცხოვრებაზეც და მთხოვა, მისგან აღსარებები მიმეღო. თუ შესაძლებლობა იქნებოდა ჩემი სულიერი შვილი გახდებოდა. ჩვენი ურთიერთობა რა თქმა უნდა ძალიან კარგად წარიმართა. თბილად მიიღო ჩემი რჩევა-დარიგება და მამა-შვილური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. დაუზარებლად დაიწყო ჩემთან თანაცხოვრება. ვთხოვე, თუკი არ ითაკილებდა ჩემი მანქანით ევლო. მცირედით მე მომსახურებოდა და თავისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო. მამა ბასილი ყველა საუკეთესო თვისებებთან ერთად ძალიან განათლებული, საკმაოდ წიგნიერი ადამიანი იყო. სასულიერო აკადემიაში ჩაბარება ვთხოვე. თავიდან ცოტა შეშინდა, მაგრამ ჩემი თხოვნის შემდგომ მოემზადა და ჩააბარა. ჩემი კურთხევით დაოჯახდა, ცოლად ძალიან კარგი გოგონა მოიყვანა, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა. უწმიდესის კურთხევით, მესამე კურსზე მოძღვრად ვაკურთხედ და სამოღვაწეოდ საინგილოში, ჰერეთში გავუშვით.. სწავლის გაგრძელება ამიტომაც ვეღარ შეძლო და აკადემიური აიღო. ასე დაიწყო საინგილოში აქტიური მოღვაწეობა.

KARIBCHE

-საინგილოში დიდხანს მსახურობდა?
-მოგეხსენებათ საინგილოში ცოტა რთული სიტუაციაა. რომლის დაძლევა რთული აღმოჩნდა. გაჩნდა ცალკეული ჯგუფები, მათთან ურთიერთობა ცოტა დაიძაბა. როცა საინგილოდან წამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, მრევლიდან ითხოვდა მის უკან დაბრუნებას. იმ დაძაბული სიტუაციიდან თავი ჩემი თხოვნით დააღწია და თბილისში დაბრუნდა. მსახურება საირმეზე წმინდა გრიგოლ ხანძთელის ტაძარში, მამა დავით მექვაბიშვილთან გააგრძელა. მერე ვაკეში მამა შალვა კეკელიასთან გადაიყვანეს. როგორც მოძღვრები ამობობენ, მისით ყველა კმაყოფილი იყო. ყველასთან მეგობრობდა. როგორ მოასწრო ასე მოკლე ხანში ასეთი სიყვარული, ნამდვილად გასაკვირია, თუმცა, მე ეს არ მიკვრის. შეიძლება ითქვას, რომ მე მისი ოჯახის წევრი ვიყავი და თვითონ ჩემი ოჯახის წევრი იყო, ისეთ დონეზე ვახლობლობდით.

რა გითხრად, მამა ბასილი ნამდვილად გამორჩეული ადამიანი იყო... თავისი დიდი საქმეებით, საოცარი თავდადებით, მონდომებით, ეკლესიისადმი ერთგულებით, ადამიანებისადმი ერთგულებით ყველაფერს აქარწყლებდა. მე არ შემხვედრია ადამიანი მასზე რაიმე საყვედური ეთქვას. დედა ეკლესიამ საოცარად თავდადებული ადამიანი დაკარგა. ეკლესიისგან არ დაკლებია ის პატივი, რასაც იმსახურებდა. საინგილოში კვლავ მიბრუნებაზეც იყო საუბარი, მაგრამ ვთხოვე აერიდებინა თავი, რადგან აქაც ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეებს აკეთებდა. დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საკუთარი ხელით დაამშვენა. იცით როგორი მშრომელი იყო? მსგავსი დაუღალავი და ფიზიკურად შეძლებული ადამიანი არ მინახავს. არაფერს არ თაკილობდა. საინგილოშიც ეხმარებოდა ადამიანებს. სამკურნალოდ და საოპერაციოდ თბილისში ჩამოყავდა. ძნელია ერთ ინტერვიუში ჩამოაყალიბო მამა ბასილის ნამუშევან, ნამოქმედარ, ნაღვაწარი. მან ყველგან უდიდესი სითბო დატოვა... მამა ბასილი განისვენებს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.











ბეჭდვა
1კ1