მეუფე ანდრია (გვაზავა): მამა ვიტალისთან ადამიანი რომ მიდიოდა, მეტანიით ხვდებოდა და ხელზე ემთხვეოდა
მეუფე ანდრია (გვაზავა): მამა ვიტალისთან ადამიანი რომ მიდიოდა, მეტანიით ხვდებოდა და ხელზე ემთხვეოდა
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.

-მამა ვიტალიზე რა შემიძლია გითხრათ... წლების შემდეგ ვიაზარებ, რომ ის იყო საოცარი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად მიისწრაფვოდა აღესრულებინა მამათა ღვაწლი. თავისი ცხოვრებისათვის მაგალითად ჰყავდა წმინდა მამები. ეგვიპტელ მამათა ცხოვრებაში ვკითხულობთ, როდესაც სტუმარი მოვიდოდა მათთან მამები გამოდიოდნენ, სტუმარს უკეთებდნენ მეტანიას, ემთხვეოდნენ და თავის სენაკში მიჰყავდათ, ყველა ცდილობდა თავის სენაკში მიეწვია და მიეცათ მისთვის ღამისგასათევი. ფეხს დაბანდნენ, უმასპინძლდებოდნენ იმით რაც ჰქონდათ. ყველანაირად ცდილობდნენ გამოეხატად სათნოება, მოყვასის, ადამიანის სიყვარულისა. მამა ვიტალიც ასეთი იყო, ადამიანი მასთან რომ მიდიოდა, მეტანიით ხვდებოდა და ხელზე ემთხვეოდა. ჩვენ გავაკეთებთ ამას წრფელად?

ბეჭდვა
1კ1