მიქაელ ქონიელი, ათენელი ეპისკოპოსი (+1222) - ხს. 4 ივლისი (17 ივლისი)
მიქაელ ქონიელი, ათენელი ეპისკოპოსი (+1222) - ხს. 4 ივლისი (17 ივლისი)
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.

განათლების მისაღებად თავიდან მიტროპოლიტ ნიკიფორეს მიაბარეს, შემდეგ კი კონსტანტინოპოლს, წმინდა ევსტათის, თესალონიკის მომავალ მღვდელმთავარს (ხსენება 20 სექტემბერს) დაემოწაფა. მოგვიანებით - საპატრიარქოს კანცელარიაში იწყო მსახური, სადაც მისი დიდი შესაძლე¬ბლობები და ნიჭიერება შესაბამისად შეაფასეს და გარკვეული ხნის შემდგომ, 1182 წელს, ათენის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი.

ყაჩაღთაგან ოთხგზის თავდასხმის შედეგად ათენი იმ დროს ისე დაპატარავდა, მცირე ქალაქად იქცა, მისი მკვიდრნი კი მატერიალურთან ერთად სულიერ სიდუხჭირეში აღმოჩნდნენ.

დროსთან ერთად ნეტარი მამის დიდი ძალისხმევით იმ მიწამ შვებით ამოისუნთქა.

1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა შედგა, რომელსაც ბიზანტიის იმპერიის დაცემა მოჰყვა.

გარკვეული ხნის შემდგომ ათენი ჯვაროსნებმა დაიპყრეს, ქალაქი საჰერცოგოს ცენტრად იქცა და თესალონიკის მეფის, ბონიფაციუსის გავლენის ქვეშ მოექცა, ნეტარი მღვდელმთავარი კი იძულებული შეიქნა, იქაურობა დაეტოვებინა.

დიდხანს ყოყმანობდა, დათანხმებოდა თუ არა იმპერატორ თეოდოსის და ნიკეაში, მასთან გადასულიყო, ბოლოს კი, 1207 წელს, კუნძულ კეაზე დაფუძნდა.
დევნილობისასაც არ წყვეტდა ზრუნვას სამწყსოზე და წერილობით განამტკიცებდა და თანაშეეწეოდა.

მალე ჯანი შეერყა, ფრიად დასუსტდა და 1217 წელს თერმოპილეს მახლობლად, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში განმარტოვდა, მალე კი კინაღამ ფრანკ ბარონებს ემსხვერპლა, წმინდა მამა მათი მტრის მფარველი რომ ეგონათ, 1222 წელს კი ღვთივ განისვენა.


* * *

ხსენება წმინდისა ალექსისა, საკვირველმოქმედისა, რომელმან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს

* * *

ხსენება ვნებადამთმენელისა მეფისა ნიკოლოზისა და მის თანა წამებულთა (+1918)

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა დიმიტრი ყაზანელისა, პრესვიტერისა (+1942)

* * *


ხსენება მღდელმოწამისა საბასი, გორნოკარლოვაცკელი ეპისკოპოსისა (ტრლაიჩი, +1941)

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა დონატისა, ლიბიის ეპისკოპოსისა, რომელმაც ცეცხლში მიიღო სიკვდილი (+360-363)

ბეჭდვა
1კ1