სადაც ეპისკოპოსია, იქ არის ეკლესია
სადაც ეპისკოპოსია, იქ არის ეკლესია
როცა მეუფე ეფრემი გავიცანი, ახალი გამორჩეული იყო ბოლნელ მღვდელმთავრად. დღემდე მახსოვს მეუფის მასპინძლობა, როგორი მამაშვილური სიყვარულით მიმიღო. მას შემდეგ მეუფე ეფრემს ეპარქიაში ხშირად ვსტუმრობ. ყოველთვის მახარებს მეუფესთან შეხვედრა და მასთან სულისათვის სასარგებლო საუბარი. ახლა სულ სხვა კუთხით, უფრო ახლოს გავიცნოთ მეუფე ეფერმი.

ბავშვობა
მომავალი მღვდელმთავარი უბრალო, პატიოსან ოჯახში დაიბადა 1975 წლის ოქტომბერში. ცხოვრობდა ბათუმში, პატარა, ჩვეულებრივ სახლში. "ცნობიერებაში რომ შევედი, მახსოვს საბავშვო ბაღი, ბავშვებთან ხალისიანი ურთიერთობა, უზრუნველი და უშფოთველი, როდესაც ჯერ კიდევ ვერ არჩევ კარგს და ცუდს, არ გესმის, რა არის მწუხარება, განსაცდელი და ბავშვური თვალებით სიხარულით უყურებ ყველაფერს, - მიამბობს მეუფე ეფრემი.

ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უმცროსია. მახსოვს მისი დაბადება. ძალიან დიდი სიხარული იყო ოჯახში. მარტო რომ აღარ ვიყავი, ეს იმედის მომცემიც იყო და დიდი შენაძენიც. სკოლაში რომ შემიყვანეს, უცხო გარემომ შემაკრთო. გამბედაობა მაკლდა ალბათ. მერე მალე დავმშვიდდი. მიყვარდა სწავლა, კითხვა. ახლაც ასეა. რაც შეიძლება მეტის გაგება მწყუროდა. ვღელავდი, თუ რაიმეს ვერ ჩავწვდებოდი და ვცდილობდი, აუცილებლად გამეგო. კარგი მოსწავლე ვიყავი. მათემატიკა მიყვარდა, ისტორიაც, გეოგრაფიაც. სკოლა იქვე იყო სახლთან, პედაგოგები ძალიან კარგი მყავდა. ბავშვურად ცელქიც ვიყავი.

ზაფხულობით სოფელში დავდიოდი. ერთი სოფელი ზემო აჭარაში გვაქვს, მეორე - გურიაში. დედა გვარად გუჯაბიძეა, ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი. ყველა შვილს თავისი დედა მიაჩნია საუკეთესოდ და ასეც უნდა იყოს. ბევრი თვისება, როგორც ამას სხვებიც აღნიშნავენ, დედისა გამომყვა. დედა არის ძალიან მოკრძალებული, მშვიდი, თავმდაბალი. არ უყვარს ზედმეტი შფოთი. მამა უფრო მკაცრი და მომთხოვნია. დედ-მამა ერთმანეთს ავსებდა და ჩვენი, შვილების დამოკიდებულებაც იყო ისეთივე, როგორსაც ისინი გვთხოვდნენ. ძალიან მზრუნველი მშობლები იყვნენ, არ გვაძლევდნენ უფლებას, გვეზარმაცა, ან დაგვეშავებინა რაიმე. მოკლედ, ზნეობრივად გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ვყოფილიყავით - მათ სურდათ, კარგი, სასახელო ქართველები გავზრდილიყავით. ახლა უფრო ვხვდები, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ მზრუნველობას. რომ არა ისინი, ალბათ ჩვენ ასეთები ვერ ვიქნებოდით. შვილი ვერასდროს გადაიხდის მშობლის ამაგს. ვმადლობ უფალს ყველაფრისათვის. ის, რომ რწმენა მომეცა და საღვთო გზაზე დავდექი, უფლის დიდი წყალობაა. რწმენამ უფრო გამაძლიერა, უფრო ჯანსაღი და სწორი გზით წარმართა ჩემი ცხოვრება. ჩემს ბავშვობაში რწმენა იკრძალებოდა. ერთადერთი - აღდგომას მივდიოდით სოფელში, გურიაში, სადაც ტრადიციის დონეზე იყო შემორჩენილი წითელი კვერცხით სასაფლაოზე გასვლა.

***
პირველი ცნობები რელიგიის შესახებ ქართულის გაკვეთილზე წმინდა ილია მართლის, ილია ჭავჭავაძის "განდეგილის" ახსნისას მივიღე. ბუნებრივია, გაკვეთილზე დაისვა საკითხები რწმენაზე, ბერებზე, მოძღვარზე, ღვთის მცნებაზე, ღვთის ნებაზე და ასე შემდეგ. პირველი მარცვალი ამ კუთხით ჩემში ამ დროს ჩავარდა. მაშინვე რადიკალური გარდატეხა არ მომხდარა, მაგრამ კითხვები გაჩნდა, რომელიც პასუხს საჭიროებდა. სკოლაში მიმავალს გზად ტაძარი უნდა გამევლო. შორიდან დავინახე მოძღვარი. მიმიზიდა წირვა-ლოცვამ, მსახურებამ, ვცდილობდი, მეტი გამეგო. კვირაში რამდენჯერმე მივდიოდი ტაძარში და ნელ-ნელა დავუახლოვდი ღვთისმსახურებს.

***
ძალიან კარგი სამეგობრო მყავდა. ერთხანს ჭიდაობაზეც დავდიოდი. ისე, ფეხბურთი უფრო მიყვარდა. როცა წამოვიზარდე, დიდ დროს ვუთმობდი სწავლას. რაც მიყვარდა, ვცდილობდი, ის გამეკეთებინა და ისეთი ცხოვრების წესით მეცხოვრა. წესიერად, ზრდილობიანად, მშვიდად, დაჯერებით მიყვარდა შენიშვნის გათვალისწინება.

სუფრა
ქართული სუფრა არის დიდი აკადემია, ადამიანური, ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც ადამიანები სპეციალურ შეხვედრებზე კი არ ამჟღავნებენ, არამედ უშუალო საუბრებში, ურთიერთობებში. მახსოვს ჩემი ბაბუები, მშობლები, ნათესავები რომ იკრიბებოდნენ. ამ ურთიერთობებმა მასწავლა ავ-კარგის გარჩევა, რას უნდა მიბაძო და რას - არა. ქართული სუფრის ტრადიცია თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა და ეს არ უნდა მოიშალოს. ტრადიციები დრომ არ უნდა შთანთქას. ხშირად ამბობენ, ახლა სხვა დროა, როგორც წინაპრები აკეთებდნენ, ყველაფერს ისე ვერ გააკეთებ, მაგრამ რაც ღირსეული და ძირეულია, ამაზე საუკუნეები, ეპოქა და გარედან მოტანილი ცივილიზაცია არ უნდა მოქმედებდეს. ურწმუნოების ჟამს ტრადიცია გვაკავშირებდა წარსულთან და გვკრავდა ქართველობას, ერს გვინარჩუნებდა ღირსებას.

- როცა ერის ადამიანი სასულიერო გზას ირჩევს, ხდება მისი ფერისცვალება?

- როდესაც ღრმად შევედი რელიგიურ ცნობიერებაში და გავხდი ეკლესიის მრევლი, ბევრი რამ გადაფასდა. მით უმეტეს, მაშინ, როცა გულში გადავწყვიტე, რომ ერში ვეღარ დავრჩებოდი. ღვთის ნება და შინაგანი მისწრაფება ადამიანისა იმდენად ძლიერია, რომ ამას წინ ვერაფერი აღუდგება. მით უმეტეს, როცა საღვთო გზაზე დგახარ.

მეუფე ილარიონი, მეუფე იობი და მეუფე ეფრემი,
ქვემოთ - არქიმადრიტი სტეფანე

ეკლესიური, მორწმუნე ადამიანი ვეღარ აძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რაც ღვთისთვის მიუღებელია. გარკვეულ ჩარჩოში ექცევი, თუმცა ეს არ გულისხმობს მონურ შებორკილობას. ეს არის საღვთო თავისუფლება, რომელიც გათავისუფლებს იმ მავნე ჩვეულებებისგან თუ ძველი კაცისგან და იბადები ახალი კაცი. სულიერი შინაგანი დაბადებაა ქრისტეში. შედიხარ სულ ახალ სამყაროში და გიხარია ყველაფერი. იმდენად დიდი თავისუფლებაა, რომ წუთისოფელი გეჩვენება მიწიერად, ჭაობად, დამაბრკოლებლად უზენაესთან მიახლოებაში. კარგია, თუ ადამიანი მთელი გულით ღმერთს აღმოაჩენს საკუთარ თავში. მერე უკვე უფალი თავად მოქმედებს. ყველა სასულიერო მოღვაწე ვერ გახდება, ყველას თავისი ჯვარი აქვს, მაგრამ ყველას უნდა სწამდეს ღმერთი, რომ იპოვოს საკუთარ თავში ჭეშმარიტება, ეზიაროს მარადიულს.

ღმერთმა მიმიყვანა თავისთან. მივედი ბათუმის საკათედრო ტაძარში, ნელ-ნელა ვერკვეოდი ღვთისმსახურებაში. მე იქ ვიპოვე ჩემი სულიერი საკვები, რამაც დამაპურა. მოხდა ფერისცვალება, მაგრამ ზუსტად რა და როგორ - ეს ღმერთმა უწყის. მადლობა უფალს ამისათვის. განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ჩამოყალიბებული ეკლესიური ცხოვრება, როცა მეუფე იობი, ახლანდელი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მაშინ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიას მღვდელმთავრობდა. მეუფე იობმა მოიზიდა უამრავი ადამიანი, მათ შორის მეც.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგა ხანი მონათლული არ ვიყავი. ტაძარში კი დავდიოდი, მაგრამ არ მომეცა ამის საშუალება და პირობები... 17 წლისა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მოვინათლე. მოძღვარიც მყავდა, არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი). ამჟამად ქარელში მსახურობს. დავიწყე ხუცურის შესწავლა. შემმოსეს სტიქარით. სურვილი მქონდა, მონასტრულად მეცხოვრა და მთლიანად ღვთისთვის მემსახურა. უფალს ვეუბნებოდი, თუკი ეს შენი ნებაა, როგორმე განმამტკიცე-მეთქი. ვთხოვდი ჩემი ადგილის პოვნას. ღმერთის გარეშე რომ არ ვიცხოვრებდი, ეს უკვე გადაწყვეტილი იყო. სად, როგორ მემსახურა, ამას ვთხოვდი უფალს, ღვთისმშობელს. დავტოვე ოჯახი და მივედი მეუფე იობთან. მეუფეს რეზიდენციასთან პატარა მონასტერი ჰქონდა. შიგნით იყო განთავსებული ეკლესია, სამლოცველო. იქ ვიპოვე პირველი ნავსაყუდელი, ვიპოვე სამონასტრო სულიერი ცხოვრება, რის შემდეგაც მორჩილი გავხდი.

ბერული გზა
19 წლისა აღვიკვეცე ბერად. მეწოდა წმინდა ეფრემ ასურის სახელი. ღვთის დიდი წყალობაა, რომ ასეთ დიდ წმინდანს დაუკავშირდა ჩემი ცხოვრება. ეფრემ ასური უდიდესი მოძღვარია სინანულისა, თავმდაბლობისა. ინებოს უფალმა, რომ ამ თვისებებში მიმებაძოს. ადამიანმა უნდა მიბაძოს მფარველ წმინდანს. წმინდა ეფრემ ასურის ცხოვრება არის უდიდესი მაგალითი ჭეშმარიტი მოღვაწეობისა, ქრისტიანობისა, სინანულისა, თავმდაბლობისა. შევთხოვ მას, შემეწიოს ამ სათნოებებში. მადლობა ღმერთს, რომ მუფე იობის ხელდასხმით წარიმართა შემდგომ ჩემი ცხოვრება. მაკურთხეს დიაკვნად, ვმსახურობდი სამეუფეო წირვა-ლოცვებზე. ძალიან ბევრი რამ მომცა ცხონებულ მამა შიოსთან (ხარძეიშვილი), ჩემს ღირსეულ სულიერ ძმასთან (რომელიც რამდენიმე წლის წინ ავტოავარიით დაიღუპა), ურთიერთობამ. სულიერ მსვლელობაში ჩემი თანატოლი და ჩემზე უფროსი იყო. მამა შიო მეუფესთან მედავითნეობდა, სტიქაროსნობდა, ასეთი ძმური სიყვარულით მოვდიოდით ერთად. რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის ადამიანი, უფრო მძიმე ჯვარი ედება. მოდის განსაცდელები, ტვირთი მატულობს, მადლიც, მაგრამ მერე შენით უნდა გასწიო ქრისტესმიერი უღელი, ადამიანური ძალისხმევაც საჭიროა. პირველ პერიოდში აღმატებულად გაძლევს უფალი მადლს, გიფარავს განსაცდელებისგან, ბრძოლებისგან. განებივრებს, ფეხზე რომ დადგე და მეტად მოიკრიბო ძალები, რათა გაათმაგებული ენერგიით შეხვდე მძიმე ცხოვრების გზას.

მღვდლობის ხარისხი
1997 წლის აპრილში მაკურთხეს მღვდლად ხაშურის საკათედრო ტაძარში. პირველად იტრიის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერში დამადგინეს. მახსოვს პირველი მსახურება, პირველი წირვა, ეს იყო საოცარი განცდა, როდესაც შენ შეგიძლია დამოუკიდებლად უფალს ძღვენი შესწირო. მღვდელი სხვის სულზე ხარ პასუხისმგებელი, უამრავი ადამიანი მოდის და შემოგყურებს, რათა მიიყვანო ღმერთამდე, მათ სულზე აგო პასუხი. ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა ღმერთმა, მღვდელმთავარმა.

ცოტა ხნით გადავედი სურამის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მერე ქარელში გადამიყვანეს. ეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი ასპარეზი იყო, ვინაიდან მაშინ მეუფესთან და მოძღვრებთან ერთად ვცხოვრობდი. ქარელში უკვე ცოტა მოშორებით ვიყავი. ესეც კიდევ სულიერი ზრდის ასპარეზი იყო. მერე გიმნაზია დაარსდა.Eეს კიდევ სხვა სკოლა იყო ბავშვებთან, პედაგოგებთან მოღვაწეობა. მეუფის ლოცვა-კურთხევით, ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვარი გახლდით. ეს დიდებული სავანე მეუფის ლოცვა-კურთხევით არის აღდგენილი. თავის დროზე აქ მამა შიო (ხარძეიშვილი) მოღვაწეობდა. ქოზიფაში ყოფნა იყო ბერული მოღვაწეობის კარგი ასპარეზი. შევნატრი იმ პერიოდს, იქ უფრო შემეძლო საკუთარი სულისთვის ზრუნვა. ალბათ აქამდე არ მქონია ასეთი ხელსაყრელი გარემო, ვინაიდან ერში მაინც რთულია გამოეყო გარემოს და მარტო დარჩე საკუთარ თავთან.

მღვდელმთავრად გამორჩევა
ღვთის ნებით, უწმინდესის და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, აღმოვჩნდი ბოლნისში, თანაც მღვდელმთავრის ხარისხში.

სასულიერო ხარისხი სამ საფეხურად იყოფა - დიაკვნობა, მღვდლობა და მღვდელმთავრობა. ჩემს ცხოვრებაშიც ზუსტად ასე მოხდა. ეს პერიოდები შემიძლია ასე დავყო: დიაკვნობა, როგორც მსუბუქი ბედნიერების, სიხარულის ეტაპი; მოძღვრობა - გამოცდილების მიღების, მღვდელმთავრობა კი მართლა ჯვარია,Qქრისტესმიერი უღელი... როცა მინდა საკუთარ თავში რაღაც ძალა ვიპოვო და წარვმართო რომელიმე გადაწყვეტილება, მეუფე იობს ვიხსენებ ან რეალურად ვეკითხები. ვინც ჩვენი მეგზურია ცხოვრებაში, ბუნებრივია, მისგან ვსწავლობთ და სასიკეთოს ვიძენთ.

მღვდელმთავრის თვისებები
მტკიცე სარწმუნოება უნდა ჰქონდეს. ეპისკოპოსს შესაბამისი სულიერი ხედვა უნდა ჰქონდეს. ეპისკოპოსი არის ზედამხედველი, ეპარქიას განაგებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს სწორი გადაწყვეტილების მიღებისას, რათა შეესაბამებოდეს ღვთის ნებას და ძალიან ნაკლები იყოს ადამიანური ზრახვები და სურვილები. მთავარია, იყოს ნება ღვთისა. პირადულისთვის ძალიან ნაკლები დროს გრჩება. ეს არის მართლა ჯვარცმა, ბოლომდე დახარჯვა სხვისთვის.Pპავლე მოციქულის აზრით, მღვდელმთავარი უნდა იყოს გამორჩეული, თავმდაბალი, სამართლიანი, მოსიყვარულე, მოწყალე...

***
ბოლნისში ძალიან რთულია მოღვაწეობა. რეალობას უნდა შევხედოთ და აქედან გამომდინარე ვეცადოთ მდგომარეობა გამოვასწოროთ და ავაღორძინოთ ეკლესია-მონასტრები, მრევლი. მოვიპოვოთ ადამიანის სული და ადამიანი მივიყვანოთ ღმერთთან, ტაძარში, გავაერთიანოთ იქ მყოფი ერთი მუჭა ქართველობა, გავაძლიეროთ ეროვნული სულისკვეთება. ბოლნისში ეკლესიას უფრო მეტი დატვირთვა აქვს. არა მარტო სულიერი სწავლების, არამედ ეროვნულობის გაღვივების მხრივაც.

მადლობა ღმერთს, რომ ბოლნისის ეპარქიაში ცვლილებაა. ამას სხვები აღნიშნავენ, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საშუალებას. მეტის გაკეთება შეგვეძლო. ჩემს ადგილზე სხვა, უფრო მეტად სულიერი და თავდადებული რომ ყოფილიყო, ალბათ მეტს მიაღწევდა. ყველა ადამიანი უნდა აანალიზებდეს თავის გადადგმულ ნაბიჯებს და ხანდახან დავიჭერ ხოლმე სინანულით საკუთარ თავს.

მადლობა ღმერთს, რომ ყველა ქართულ სოფელში მოქმედი ეკლესია გვაქვს, გვყავს მოძღვრები. არის სასულიერო სასწავლებელი. გავხსენით რამდენიმე დედათა და მამათა მონასტერი. საზღვრისპირა სოფლებში და მიუვალ ადგილებში არაერთი მონასტერი დავაფუძნეთ. ამას წინათ ჩვენს ეპარქიაში ბრძანდებოდა უწმინდესი, მოილოცა ჩვენი ეპარქიის ეკლესია-მონასტრები. უდიდესი სიხარული მოგვანიჭა მისმა სტუმრობამ. ღვთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მთავარეპისკოპოსი გავხდი.

- ყველაზე მეტად რაზე ფიქრობს მეუფე ეფრემი?


- საფიქრალი არის ის მოვალეობა, რაც მაკისრია. მთავარია, კეთილად აღვასრულო. მინდა ყველა ადამიანი მოვიდეს უფალთან. ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩემს სამწყსოშიც და მთელ საქართველოში ვიხილავ უფალთან ახლოს მყოფ ადამიანებს. ტკივილი ის არის, როდესაც ვერ აღწევ, არ შეგიძლია და, ყველაფრის მიუხედავად, ვერ შველი ადამიანს. ეს არის საფიქრალი, ჩვენი მოღვაწობით როგორ მოვიპოვოთ ადამიანის სული, როგორ მივიყვანოთ უფალთან დაკარგული ცხვარი. ინებოს ღმერთმა, რომ ეს მთავარი შეგვასრულებინოს. ამაზე დიდი მოვალეობა არ არსებობს. ერთი ადამიანის სული მთელ სამყაროს აღემატება.

ეპისკოპოსი ქრისტეს სახეა. სადაც ეპისკოპოსია, იქ არის ეკლესია. მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა ღვთის ნებად უნდა მივიღოთ. ეკლესია არის იერარქიული ორგანიზმი, რომლის სათავეში დგას ქრისტე, შემდეგ უკვე მღვდელმთავრები წარმართავენ. ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს, იცხოვროს ლოცვა-კურთხევით, რომ მასზე მადლი გადმოვიდეს. მშობლისგანაც უნდა მივიღოთ ლოცვა-კურთხევა, უწმინდესისგან, მოძღვრისგან, მღვდელმთავრისგან.

მღვდელმთავრული ლოცვა-კურთხევით მინდა დავლოცო ბოლნისის ეპარქია.Mმინდა დავლოცო სრულიად საქართველო. ღმერთმა იგი განარიდოს ყველა განსაცდელს. მოგვცეს ერთობა, ერთსულოვნება ყოველთა ქართველთა ქრისტეში, სიყვარული მოგვცეს და განგვაშოროს ყველა განსაცდელი, რაც ჩვენი ცოდვების შედეგად მოგვდის. ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat