დღეს ბოროტება პირდაპირ ამბობს: მე ვარ - სიკეთე!
დღეს ბოროტება პირდაპირ ამბობს: მე ვარ - სიკეთე!
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი):

სინდისის ხმა ადამიანის მამხილებელია. თუ ადამიანი არასწორად მოქმედებს, რაც არ უნდა შეეცადოს მიჩქმალოს, სულის კუნჭულში სინდისის ხმა მაინც ამხელს.

***
დღეს უკვე გაშიშვლდა ბოროტი მისწრაფებები... ბოროტება, როგორც სიკეთე, ისე წარმოჩინდება. ბოროტება აღარ ინიღბება. დღეს ბოროტება პირდაპირ ამბობს: მე ვარ - სიკეთე. თითქოს სიკეთეს იცავენ და ამ სიკეთის დაცვით, ფაქტობრივად ხდება უდიდესი ბოროტება.

***
ღმერთმა ადამიანს რაც მისცა, ის სათუთად შევინარჩუნოთ და იმით ვიმოქმედოთ, ანუ ღვთისგან მოცემული მადლით, ღვთისგან მოცემული ენერგიით ვიღვაწოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ერთმანეთი გავახაროთ. როდის გვიხარია? როცა ისეთს გააკეთებ, რომ სხვასაც გაახარებ. გაბოროტებული ადამიანები ებრძვიან სიკეთეს და ნიღბავენ მას, როგორც ღირებულებებისთვის ბრძოლას. სინამდვილეში, არცერთი მათაგნი ბედნიერი არ არის. არცერთი მათგანი სიხარულით არ არის აღვსილი.



ბეჭდვა
1კ1