ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი):
- დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას.
სახელმწიფო რელიგიად, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მკვიდრდება ლიბერალიზმი. აღრეულია ცნებები! სიძვას და მრუშობას სიყვარულს უწოდებენ. აღვირახსნილობას – თავისუფლებას! სიცრუეს – სიმართლეს! ღვთის გმობას – აღმსარებლობას! საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაურჩეს ამ ნებაყოფლობით სიგიჟეს. ღვთივკურთხეული ქართველი ერი დედა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალია ჭეშმარიტი რწმენა. ყველას, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია სინდისი, გთხოვთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ღვთისმგმობ, აღვირახსნილ და წამლეკავ იდეოლოგიას. ყველგან, სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში, პარტიებში, ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლო დაწესებულებებში, ყველგან, სადაც ხართ პატიოსანი ადამიანები, ჩვენი ერის ერთგული მამულიშვილები, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული აღმსარებლები, წინ აღუდეგით ერის თვითმკვლელობას! თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი მომავლის წინაშე, ღიად გამოხატეთ თქვენი სარწმუნოება, გაერთიანდით ღვთის გულისათვის!
დროა გამოვფხიზლდეთ!
აღვირახსნილობა თავისუფლება არ არის!
ჭეშმარიტება სიცრუე არ არის!
ეშმაკი ღმერთი არაა!
არც მრუშობაა სიყვარული!
დროა დავიცვათ ჩვენი მომავალი!
დროა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება!
ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს!..
ჭეშმარიტი ღმერთის ეკლესიის ვალია ეცადოს სიყვარულით დააბრუნოს ღმერთთან გზააბნეული შვილები. სწორედ ესაა ღვთის ეკლესიის მთავარი დანიშნულება.''
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი