გულის ძახილით მრავალი კეთილი საქმე აკეთა ჩუმად და მოკრძალებით - მეუფე ელისეს გახსენება ერთი წლისთავზე...
გულის ძახილით მრავალი კეთილი საქმე აკეთა ჩუმად და მოკრძალებით - მეუფე ელისეს გახსენება ერთი წლისთავზე...
მეუფე ელისეს შვილი, ლელა ჯოხაძე-გლოველი:
-გონების დაძაბვით ვცდილობთ მისი თითოეული სიტყვის, დარიგების , ხუმრობის გულში ჩამარხვას... ფიქრი უყვარდა და ამ ნაფიქრალის სხვისთვის გადაცემასაც დიდი მორიდებითა და სიფრთხილით ცდილობდა...
ადამიანი უყვარდა და ყველას ტკივილი თუ სიხარული გულთან მიჰქონდა..ყველასთვის ყველაფერი ემეტებოდა... სხვებიც გრძნობდნენ ამ დიდ სიყვარულს და თავადაც უყვარდათ მეუფე..

სამშობლო უყვარდა ძალიან და ჩვენც შეგვაყვარა მისი ყოველი კუთხე და კუნჭული...ბუნება უყვარდა და ღვთის ყველა ქმნილება.. ,,ბავშვობის ოცნება ავისრულეო" - მითხრა მაშინ, როდესაც ზაფხულში, რაჭაში ჩასულებს უამრავი შინაური ფრინველი და მეცხვარის ლეკვი ,,კეკეია" დაგვახვედრა ... სიყვარულით შესცქეროდა მათ დაპურებას- ,,ისინიც უფლისგან გამოელიან საზრდოსო",- ამბობდა სიამოვნებით მოცქირალი.

ბუნება და ყვავილები უყვარდა, ოღონდ ცოცხალი, მინდორში ამოსული ყვავილები... უფლის ძახილმა მოუწოდა და ერთგულად ზიდა მღვდელმთავრის მძიმე ტვირთი... გულის ძახილით მრავალი კეთილი საქმე აკეთა ჩუმად და მოკრძალებით...და ,,აღასრულა თვისი ვალი". მიწის ძახილმა კი საკუთარ სოფელში, საყვარელ ,,ალაგას", სადაც ,,სულ სხვა ცაა", დაამკვიდრებინა სამუდამო განსასვენებელი...
ჩვენ კი...კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გადავიკითხოთ მისი უფლისგან შთაგონებული და სიყვარულით გამთბარი გულის ძახილი...გულის ძახილი, რომელიც იმქვეყნიური სამყაროდან კვლავ შეგვახსენებს, რომ ,,თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა აჟვანი".

სიყვარულმა გაგვითბოს გულები! უშენოდ ცხოვრება და შენი გზით სიარული გვასწავლოს და შეგვაძლებინოს უფალმა! დაგვლოცე და გვაკურთხე, ჩვენო მეუფე და ჩვენო მამი! შენი ლელა.

მეუფე ელისეს შვილიშვილი ცოტნე გლოველი:
-ძნელია,როდესაც ახლობელი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დიდი სიყვარული გვაკავშირებს. ჩემი და მეუფის ურთიერთობა სცილდებოდა ბაბუისა და შვილიშვილის ურთიერთობას.ის ჩემთვის მეტად ძვირფასი ადამიანი იყო. შესაბამისად,ძალიან დიდი დანაკლისია მისი ამქვეყნიდან წასვლა ჩემთვისაც და ყველა ჩვენგანისთვის..მისი სახით მზრუნველი ადამიანი და დიდი იმედი გამოგვეცალა. დიდია ტკივილი და მონატრება. ნებისმიერი პრობლემის დროს მეუფის იმედი მქონდა.მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ მორიდებული ვიყავი, თვალებშიც კი ვერ ვუყურებდი,მაინც ვგრძობდი მის თანადგომას. მეუფის თანადგომა და ძალა ახლაც დიდია... ახლაც ხშირად დუმილით ვესაუბრები და მჯერა, რომ ის იმ ქვეყნიდან ლოცულობს ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მადლობა უფალს, რომ ვარ მეუფის სისხლი და ხორცი, რაც დიდი ბედნიერაბაა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც... ღმერთმა შეგვაძლებინოს მისი გზის ღირსეულად გაგრძელება..

KARIBCHE

ფოლკლორისტი თორნიკე სხიერელი:

-ბევრია გასახსენებლი და მოსაგონარი, მეუფე ელისეზე . მის პიროვნებაზე, მის სულიერებაზე , კაცობასა და ზნეობაზე. მეუფეს პირველად 1996 წელს შევხვდი ონის წმინდა გაბირელ მთავარანგელიზის ტაძრის გახსნა-კურთხევაზე. მაშინ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. წირვის შემდეგ რამდენიმე ყმაწვილი ბიჭი დაგვლოცა და კურთხევა მოგვცა ხუცური გვესწავალა. მე მაშინ ექვსი წლისა გახლდით... მის შემდეგ მეუფეს ხშირად ვხვდებოდი წირვა -ლოცვაზე, ჩვენი ეპარქიის სხვადასხვა ტაძარებში... მე ონის მგალობელ ქალთა გუნდში ვგალობდი პატარაობიდან. ერთ წელს მეუფემ მთხოვა აღდგომის ღამისთევაზე ბიჭებისათვის თავი მომეყარა, რათა ნიკორწმიდის ტაძარში სააღდგომო ლიტურღიაზე გვეგალობა. მაშინ გამოუცდელი გახლდით, თუმცა მეუფეს უარი ვერ შევბედე და ეს ნაბიჯი გადავდგი... მეუფე ჩვენმა გალობამ გაახარა... მახსოვს წირვის დასრულებისთავანე დოქით ღვინო და ნაკვეთი სეფისკვერები გამოგვიტანა. ეს თქვენ ჯილდოთო. მე როგორც ფოლკლორის მოყვარული და შემგროვებელი, მეუფეს ხშირად ვეკითხებოდი ძველ ამბებს, თქმულებებს და ხალხის ყოფის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ვაგროვებდი... მეუფეს ძალიან დავუხლოვდი... თამამად შემიძლია ვთქვა, როგორც ბაბუა უზიარებს შვილიშვილს თავის ცოდნასა და გამოცდილებას, ისე მიამბობდა ხოლმე მეუფე ცხოვრების ყველა დეტალს.

მეუფე უბრალოების ნიშით მავალი იყო. მტკიცე სიტყვის პარტონი, ენამკვირცხლი, დიდი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, ხშირად რაიმე ამბის მოყოლას რომ იწყებდა, უმალ ახლო მივიწეოდი, რათა დამემახსოვრებინა, რამე არ გამომპარვოდა. ის მაშინვე მამჩნევდა ჩემს ინტერესს და იტყოდა ხოლმე: ,,იჭერს ახლა ესოო"... (ანუ იმახსოვრებსო: ) უამრავ ამბავს გაიგონებდით მის ქადაგებებში, რათა უბრალო ენით ნათქვამი მრევლს მარტივად, ყოვლეგვარი ზედმეტი მჭერმეტყველების გარეშე გაეგოთ და დამახსოვრებოდათ. თუმცა, საუკეთესოდ იცნობდა სჯულს და შეიძლება ითქვას პირნათლად აღასრულებდა როგორც საკუთარ ცხოვრებაში, ასევე მრევლთან ურთიერთობაში.

ზიარების შემდეგ მღვდელმთავარს უნდა ხომ უნდა მიულოცონ მღვდელმსახურებმა და მნათეებმა, მეც მივედი მისალოცად გამომელაპარაკა და მკითხა:- რას შვები, როგორ ხარ, როდის რჩები სწავლასო.. და დააყოლა ცოლი არ მოგყავს შეკაცოო რაღას უცდიო? მეუფე ვეძებ და ალბათ გამოჩნდება მეთქი. ცოტახანს შეყოვნდა როგორც ჩვეოდა და მერე მითხრა ,, შენც ახლა მარგარეტ ტეჩერს ნუ მიადგებიო" ..

2014 წლის აღდგომის მსახურება მისთვის ბოლო აღმოჩნდა .. უკვე სუსტობდა, თუმცა რომ შემოვიდა მსახურებაზე მხნედ ჩანდა და გამიხარდაა... ახლაც მესმის მისი საოცარი ხმით დაძახილი ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! და რა სიხარული მოდიოდა მისგან ამ სიტყვების დაძახილზე... ჩვეულებისამებრ მივულოცეთ წირვის დმთავრება და ზიარება... გამომელაპარაკა და მკითხა: "თორნიკე შენ თუ მეტყვი აბა რა არის, ვერავინ ვერ იგებს , არავის უყვარს და უყვარს და ყველა აქებსო" ? და თან დააყოლა იფიქრე და მითხარიო.
მთელი წირვის დასრულება ვფიქრობდი და მთელი ტრაპეზის დასრულებამდე და ვერაფერი მოვიფიქრე რა უნდა ყოფილიყო... თან ვიფიქრე იქნებ გადაავიწყდეს მეთქი. უცებ დამიძახა, მოიწიეო! -დიახ, მეუფე,-მივმართე. რა ქენი მიხვდი რაც გითხარიო? ვერა მეთქი. ,,ეჰჰ, შენ იტყვი ფოლკლორისტი ვარო, შეკაცო კრიმანჭულს ვერავინ ვერ იგებს, არავის არ უყვარს და ყველა აქებსო" , გაგვეცინა ორივეს...

ბევრია სათქმელი და მოსაგონარი მეუფეზე. პირადად ჩემგან, ჩემი სიმღერა უყვარდა. ერთხელ მასთან ვიყავით ოჯახში და ბორის გუგეშაშვილის სიმღერა "ქვაგახეთქილა" ვიმღერე. სიმღერა შქმერზე მის სოფელზეა და ცრემლები წამოსცვივდა, გულში ჩემიხუტა და მითახრა ქვე, არ ამატირე შე გლახა შენო... უყვარდა ,,მაღალმთას მოდგა" ,, შქმერის მთა გადავიარე"... ხშირად მთხოვდა მემღერა. საშინელი იყო ის დღე როცა მისი გარდაცვალება შევიტყვე ... მიუხედავად იმისა რომ ავადობდა და მძიმედ იყო, ბოლო დრომდე იმედს არ ვკარგავდით რომ გამომჯობინდებოდა… მისი ლოცვა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას დედა ეკლესიას.


ბეჭდვა
1კ1