წმინდა თამარის ჯვრის გადარჩენა დიაკვან არსენ სალუქვაძის დამსახურებაა
წმინდა თამარის ჯვრის გადარჩენა დიაკვან არსენ სალუქვაძის დამსახურებაა
"ეს ჯვარი დიდი საფრთხის წინაშეა. მოუფრთხილდით და შეინახეთ, ყურადღება მიადევნეთ აჭის ეკლესიას და როცა იქ მონასტრული ცხოვრება დაიწყება მხოლოდ მაშინ დააბრუნეთ ჯვარიო", -ეს ანდერძად ნათქვამი სიტყვები აჭის წმინდა გიორგის ტაძრის ბოლო დიაკვანს, არსენ სალუქვაძეს ეკუთვნის. მონასტერს ესტუმრა მამა არსენის შთამომავალი, ბატონი გიორგი სალუქვაძე და მოახსენა დიდი ბაბუის ანდერძი. შთამომავლობას ამ ჯვრის მნიშვნელობა და სიძველე არ სცოდნია, მაგრამ ღირსეულად შეასრულეს წინაპრის ანდერძი და ჯვარი მონასტრის გახსნის შემდეგ დაუბრუნეს თავის სამყოფელს.

დიაკვანი არსენ ლაზარეს ძე სალუქვაძე 1848 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის თემში დაიბადა. ის იყო ლაზარესა და აღათი სალუქვაძეების 9 შვილიანი ოჯახის უფროსი ვაჟი. ჰყავდა ერთი და - სოფიო და შვიდი ძმა: ჯარისმანი, ნიკოლოზი, ანტონი, ვარლამი, რომანოზი, იაკობი და კონსტანტინე. ეს უკანასკენლი სასულიერო პირი იყო. თურმე არსენ სალუქვაძე განსაკუთრებულად ეპყრობოდა აჭის ჯვარს. ის დიდმორწმუნე, სათნო და კეთილი კაცი ყოფილა. იმის შიშით, რომ ეჭვი არ შეეტანათ იმაში, რომ ჯვარი არსენს ჰქონოდა, სამოსელი გაუხდია და ოჯახით სოფელ აჭიდან სოფელ ბოხვაურში გადასახლებულა. ის მოთმინებით იტანდა თავს დატეხილ მრავალ განსაცდელს. შთამომავლობა ამბობს, რომ: "ბაბუა არსენი ამ ჯვარს ამოიდებდა უბეში, არც საჭმელს წაიღებდა არც სასმელს. ვიცოდით ტყისკენ რომ მიდიოდა. ხან ერთ კვირას, ხანაც მეტს დააყოვნებდა და მერე ისევ სახლში ბრუნდებოდა". მას წინასწარ უთქვამს თავისი ამ ქვეყნიდან გასვლა. ლოცვები წაუკითხავს, ოჯახის წევრები ოთახიდან გაუშვია, ტახტზე დაწოლილა, ხელები გულზე დაუწყვია და თავისი ნატანჯი სული შეუვედრებია უფილისათვის. ეს მოხდა 1953 წლის 5 მარტს. მაშინ არსენ სალუქვაძე 102 წლის იყო. ის დაკრძალულია აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეზოში.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1