მაინც სიმშვიდის განცდა გვაქვს
მაინც სიმშვიდის განცდა გვაქვს

მეუფე ისაია (ჭანტურია):
* "ძალიან დიდი ნუგეში და სიხარული იყო ჩვენთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ჩამობრძანება. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა - თითქოს მეტად ხანგრძლივი და უმძიმესი ავდრის შემდეგ, როგორც იქნა, მზემ გამოანათა! მაშინ ვირწმუნეთ, რომ ამით დასრულდა ჩვენს თავზე მოწეული განსაცდელი".


* "ჯარისკაცს მაინც ასეთი საქმე აქვს: აკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ. ახალგორის რაიონში რუსმა ჯარისკაცებმა რაღაც წარწერები დატოვეს. ძირითადად სალანძღავი სიტყვები იყო, მაგრამ ერთი ჯარისკაცი წერდა: "მრცხვენია, რომ აქ ვიყავი!"



KARIBCHE* "მაინც სიმშვიდის განცდა გვაქვს და ვმადლობთ ღმერთს ყოველივესთვის! ამ დღეებში უამრავ სისაძაგლეს ვუყურეთ და ასეთი განცდა დაგვეუფლა - ბოროტების ჩამდენი თვითონ არის ძალიან საცოდავი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ გავხდეთ ამის გამკეთებლები! ახლა ისეთი ჟამი დგება, რომელიც ძალიან მაშფოთებს და მაფიქრებს. მედარდება, ვაითუ იმავეს ჩამდენია ქართველიც! ხომ არ გაიმეორებენ ქართველებიც იმავეს, რაც ოსებმა დაგვმართეს? როდესაც მაროდიორები უკვე განერიდებიან აქაურობას, ხომ არ გამოჩნდებიან ქართველებს შორის ისეთები, ვინც საკუთარი მეზობლების ძარცვას დაიწყებს?! ეს უფრო მეტად მტკივა და მაწუხებს, ვიდრე ის, რომ აქ სხვა მოვა და რაღაცას წაიღებს. ვფიქრობ, თუ ასეთი რამ მოხდება, ამის ჩამდენი სოფელში ვეღარ იცხოვრებს, ის აქ გასაჩერებელი არ იქნება. ომი მაშინ კი არ წავაგეთ, როცა მტერმა აგვიკლო, არამედ მაშინ წავაგებთ, თუკი მაროდიორები ჩვენს შორისაც გაჩნდებიან. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან!"
ბეჭდვა
1კ1