ახალგამორჩეული ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი
ახალგამორჩეული ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა.
იგი დაიბადა 1965 წლის 25 ოქტომბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. 2008 წლის 13 დეკემბერს ბერად აღკვეცეს. 2009 წლის 8 მარტს ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, ხოლო 2009 წლის 27 სექტემბერს - მღვდელ-მონაზვნად.
ახალგამორჩეული ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი მსახურობდა მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში.
ვულოცავთ არქიმანდრიტ ვახტანგს მღვდელმთავრად გამორჩევას! აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!

ბეჭდვა
1კ1