ინათლება მონა ღვთისა...
ინათლება მონა ღვთისა...
"რით დავეხმარო ჩემს ქმარს, რომელიც მოუნათლავად გარდაიცვალა?" - ჰკითხა მამა იოანეს (კრესტიანკინი) ერთმა დედაკაცმა და გარდაცვლილთათვის ლოცვა სთხოვა. მამა იოანემ უპასუხა: "შეუძლებელია თქვენი თხოვნის შესრულება. ეკლესიაში ღვთის შვილთა დაბადება წმინდა ნათლისღებით ხდება. ვინც სიცოცხლეში ვერ იშვა წყლისგან და სულისგან, მასზე ეკლესიაში ლოცვა უსარგებლოა და ცოდვაა. ამიტომაც მეუღლის სახელზე შეჭირვებულებს მოწყალება მიეცით და ამით დაკმაყოფილდით, ნუ გაკადნიერდებით, რომ ეკლესიაში წირვაზე მოიხსენიოთ და ნურც სხვებს სთხოვთ ლოცვას მისთვის, რომ ან თქვენ, ანდა ის ეშმაკების სათამაშო არ შეიქნათ".

მამა იოანე გვარიგებს: "ეკლესიაში არის ასეთი წესი: თუ კაცმა არ იცის დარწმუნებით, არის თუ არა მონათლული, თავის შინაგან შფოთს ეტყვის მოძღვარს და მას შეუძლია მონათლოს ასეთი ფორმულით: "ინათლება მონა ღვთისა, უკეთუ არ არის მონათლული".

ბეჭდვა
1კ1