სად არის მამამისი?
სად არის მამამისი?
ათონელმა მამა სერგიმ (ვესნინი) 1843 წელს, კონსტანტინოპოლში ყოფნისას, ბალაკლიის ტაძარი მოილოცა. აქ უძველესი დროიდან სასწაულმოქმედი წყარო მოედინებოდა. მამა სერგი ჰყვება: ამ ტაძარში ხშირად მოდიოდა სულთანი მაჰმუდ II, რომელზეც ამბობენ, ფარული ქრისტიანი იყოო. მან 2000 ფირმანი გაიღო ახალი ტაძრების ასაშენებლად. მათ შორის იყო ბალაკლიის ტაძარიც, რომელსაც ფულთან ერთად შესწირა ორი დიდი ხატი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, რომლის მიმართაც კრძალვა ჰქონდა, და ხატი წმინდა ზაქარიასი, წმინდა იოანეს მამისა. თურმე როცა მან წმინდა იოანეს ხატი დაინახა, იკითხა, "სად არის მამამისი, თუ ძეს ასეთ პატივს მიაგებენ, მამაც უნდა იყოს მისი დიდების თანამონაწილე და არა მისგან განშორებულიო". სულთან მაჰმუდის ბრძანებით, კანკელში წმინდა ზაქარიას ხატიც მოათავსეს.

ბეჭდვა
1კ1