წმინდა არს უფალი საბაოთ
წმინდა არს უფალი საბაოთ
წმინდა ზაქარია ანჩელი ყრმობისას ბატკნების მწყემსი გახლდათ. მეგობრებთან ერთად მისი საყვარელი თამაში "ჟამისწირვა" იყო. ერთხელაც, თამაშისას, ყრმა ზაქარიამ გაამზადა პური და ღვინო, ვითარცა შესაწირავი, და დადო პატიოსანი ჯვრის წინაშე. სხვა ბავშვები გარსმოდგომოდნენ მას და ანგელოზებრივი ხმით გალობდნენ: "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ", თან მრავალგზის "კირიელეისონს" იმეორებდნენ. ამ დროს გზად ანჩელი ეპისკოპოსი მოდიოდა და იხილა ზეციდან დაშვებული ნათლის სვეტი ყრმა მღვდელზე. ნახა ისიც, რომ პური და ღვინო ზაქარიას ლოცვით უფლის სისხლად და ხორცად გადაქცეულიყო. განცვიფრდა მღვდელმთავარი, მივიდა და ამ ყრმის ხელითვე ეზიარა. ამის შემდეგ ზაქარია თავისთან წაიყვანა და ღირს მამებს ჩააბარა აღსაზრდელად.

ბეჭდვა
1კ1