ეს საუკეთესო ჯილდოა, რომელიც ღმერთმა მიწყალობა
ეს საუკეთესო ჯილდოა, რომელიც ღმერთმა მიწყალობა
მამა პაისი ჰყვებოდა: ერთხელ მონასტერში წმინდა მღვდელმთავარი იეროსთეოსი მოვიდა. ძალზე მოხუცებული იყო და წმინდა ანას სკიტში მოღვაწეობდა. წასვლისას, ცხენზე რომ ჯდებოდა, შარვლის ტოტები აეწია და საშინლად დასივებული ფეხები გამოუჩნდა. ბერებს შეებრალათ მღვდელმთავარი. მეუფე მიხვდა მათ ფიქრებს და თქვა: - ეს საუკეთესო ჯილდოა, რომელიც ღმერთმა მიწყალობა და შევთხოვ უფალს, არ წამართვასო.

ბეჭდვა
1კ1