ღმერთს ევედრებოდა ცოდვების მიტევებას
ღმერთს ევედრებოდა ცოდვების მიტევებას
როცა ამბა ამოსი აღასაყდრეს იერუსალიმში, პატრიარქის ტახტზე, სხვადასხვა მონასტრიდან ბერები მივიდნენ მასთან თაყვანსაცემად. პატრიარქი ამოსი ტახტიდან გადმოვიდა და ეამბორა ღირს მამებს, ევედრებოდა მათ: ილოცეთ, მამანო, მე ცოდვილისთვის, დაუცხრომლად ილოცეთ. მძიმე და დიდი ტვირთი დამედო, შემაძრწუნებს ღვაწლი წინამძღვრობისა. წამიკითხავს, რომ ლევმა, რომის პირველმა იერარქმა, 40 დღე და ღამე დაჰყო ტაძარში მარხვასა და ლოცვაში. ღმერთს ევედრებოდა ცოდვების მიტევებას. ბოლოს ისმინა ხმა, რომელმაც აუწყა: ღმერთმა ყველა ცოდვა გაპატია, იმ ცოდვების გარდა, რომლებიც ეხება ხელდასხმით მიღებულ შენს მოვალეობებსო.

ბეჭდვა
1კ1