მთელი სიცოცხლე სცოდავდა და ინანიებდა
მთელი სიცოცხლე სცოდავდა და ინანიებდა
არავინ არ უნდა შეაძრწუნოს თავისმა დაცემამ ისე, რომ წამოდგომის სურვილი არ ჰქონდეს. წმინდა ამბროსი ოპტელი ჰყვებოდა: "ერთი ბერი მთელი სიცოცხლე სცოდავდა და ინანიებდა. შესცოდავდა - მაშინვე შეინანებდა... სიკვდილის წინ შეინანა და მოკვდა. ბოროტი სული მოვიდა მის წასაყვანად - ჩემია ეს სულიო. უფალმა უთხრა: - არა, ის ინანიებდაო. ინანიებდა და ისევ სცოდავდა, რატომ მიგყავსო? - შეედავა ეშმაკი. მაშინ უფალმა უთხრა: "მიუხედავად შენი ბოროტებისა, მაინც იღებდა მას, რასაც ჩემთან შეინანებდა, აბა, როგორ არ მივიღებ მის სინანულს? დაგავიწყდა, რომ შენ ბოროტი ხარ, მე კი სახიერი?"

ბეჭდვა
1კ1