ნუღარ იტირებ, რამეთუ მე შეგეწევი შენ
ნუღარ იტირებ, რამეთუ მე შეგეწევი შენ
ერთ ბერს დიდად ცოდვილად მიაჩნდა თავი და განუწყვეტლივ ლოცულობდა: "ვიცი, უფალო, რომ არა ვარ ღირსი ცოდვათა მიტევებისა, რამეთუ შევცოდე შენ წინაშე მრავალგზის, მაგრამ მივენდობი შენს მოწყალებას, გევედრები, უფალო, შემინდე, და თუ ეს შეუძლებელია, დამსაჯე აქვე, რათა საიქიოში საუკუნო სატანჯველს ავცდეო". ერთხელ ლოცვით დაღლილს მიეძინა. ძილში მაცხოვარი წარმოუდგა და ტკბილი ხმით ჰკითხა: "რა გჭირს, კაცო, რატომ ტირი ასე მწარედ?" "დავეცი, უფალო!" - მიუგო ბერმა. "მაშ, წამოდექი!" - უთხრა უფალმა. "არ ძალმიძს, უფალო! - შესჩივლა ბერმა, - უკეთუ არ მომცე ხელი შენი წმინდა". მაცხოვარმა ხელი გაუწოდა და წამოაყენა, მაგრამ ის მაინც ტიროდა. "ახლა რაღად მწუხარებ?" - შეეკითხა უფალი. "როგორ არ ვიტირო, ღმერთო, როცა მრავალგზის შეგაწუხეო!" - შეჰღაღადა ბერმა. მაშინ მაცხოვარმა თავზე დაადო ხელი, დალოცა და უთხრა: "ნუღარ იტირებ, რამეთუ მე შეგეწევი შენ. აწ, ვინაიდან მწუხარე ხარ ჩემი შიშისთვის, მე შენს გამო აღარ ვწუხვარ. განა არ იცი, რომ ჩემს მიერ შექმნილთათვის გავწირე თავი ჩემი და სისხლი ჩემი? როგორ არ მეყვარება მონანული სული?!"

ბეჭდვა
1კ1