მე მისი ცრემლის ყოველი წვეთი შევინახე
მე მისი ცრემლის ყოველი წვეთი შევინახე
ერთმა კაცმა დიდად შესცოდა, მაგრამ ბოლოს შეინანა და მონასტერში განმარტოვდა. მრავალი წელი გაატარა იქ და მწარედ იგლოვდა თავის ცოდვებს. შეიწყალა უფალმა მონა თვისი, ინება, ნუგეში ეცა მისთვის და ერთ დღეს დაყუდებულს მღვდელმთავრის შესამოსელით გამოეცხადა. ხელთ ბარძიმი ეპყრა. ბერმა დაინახა მაცხოვარი, დაემხო მის წინ და მოკრძალებით შეჰბედა: "უფალო, რა დგას მაგ წმინდა ბარძიმში?!" "ცრემლნი ცოდვილი დედაკაცისა, - ბრძანა მაცხოვარმა, - რომელიც ჩემს ფერხთით ტიროდა სვიმონ კეთროვნის სახლში. მე მისი ცრემლის ყოველი წვეთი შევინახე, რამეთუ სათნონი არიან ჩემთვის".

ხილვამ ბერი გამოუთქმელი სიხარულით აღავსო და, ნუგეშცემული, სიკვდილამდე დაუცხრომლად ემსახურებოდა უფალს.

ბეჭდვა
1კ1