კიდევ ადექი, შვილო
კიდევ ადექი, შვილო
"რა ვქნა, მამაო, რამეთუ დავეცი ცოდვით?" - უკითხავს ერთხელ მამა სისოსთვის სულიერ ძმას. "აღემართე, შვილო", - მიუგო თურმე ბერმა. "აღვემართე და ისევ დავეცი", - უთხრა ძმამ. "კიდევ ადექი, შვილო", - მიუგო ღირსმა მამამ. "ვიდრემდე ვყო ასე, მამაო?" "სანამ სული უკეთესი ან უარესი არ გახდება, რამეთუ როგორსაც იპოვის მას ღმერთი აღსასრულის ჟამს, ისევე განსჯისო".

ბეჭდვა
1კ1