ჩვენი შემწე კი უფრო მეტია
ჩვენი შემწე კი უფრო მეტია
ამბა მოსე ერთხელ სიძვის გულისთქმებმა შეაწუხა. კელიაში ჯდომის თავი არ ჰქონდა, წავიდა და თავისი განსაცდელის შესახებ ამბა ისიდორეს მოუყვა. ბერდიდი არწმუნებდა, - შენს კელიაში დაბრუნდიო. ის უარობდა, - არ შემიძლიაო. ამბა ისიდორემ ის სახურავზე აიყვანა და უთხრა: "გაიხედე დასავლეთით". მოსემ გაიხედა და უთვალავი დემონი დაინახა. ისინი ხმაურით საბრძოლველად ემზადებოდნენ. მერე ამბა ისიდორემ მოსე აღმოსავლეთით გაახედა, იქ კი საღვთო დიდებით შემოსილი ურიცხვი წმინდა ანგელოზი იხილა. წმინდა ისიდორემ უთხრა: "აი, ისინი, ვისაც უფალი წმინდანების დასახმარებლად გზავნის. დასავლეთით მყოფნი გვებრძვიან. ჩვენი შემწე კი უფრო მეტია". ამბა მოსემ მადლობა შესწირა ღემერთს და განმხნევებული კელიაში დაბრუნდა.

ბეჭდვა
1კ1