ხედავ, რას შვრები, კვლავ მშიერი დარჩები!
ხედავ, რას შვრები, კვლავ მშიერი დარჩები!
ერთხელ ამბა სილუანი მოულოდნელად იმ ძმის კელიაში შევიდა, რომელიც სალოსობის ღვაწლს ეწეოდა. ძმა სკამზე იჯდა, მარჯვნივ და მარცხნივ კალათები ეწყო. ბერდიდი რომ დაინახა, ჩვეულებისამებრ სიცილი აუტყდა. ბერდიდმა უთხრა: "თავი ანებე სიცილს და მითხარი, რას ნიშნავს შენი ამგვარი ჯდომა". მან კვლავ გაიცინა. მაშინ ამბა სილუანმა უთხრა: "შენ იცი, რომ შაბათ-კვირის გარდა კელიიდან არ გამოვდივარ, მაგრამ ახლა შუა კვირაში გამოვედი, რადგან შენთან ღმერთმა გამომგზავნა. ამით შეშინებული ძმა დაემხო ბერდიდის წინაშე და თქვა: "მაპატიე, მამაო, მე ყოველ დილით ვჯდები და წინ ეს პატარა ქვები მიწყვია. როცა კეთილი გულისთქმა დამებადება, ქვას მარჯვენა კალათში ვდებ, თუ ბოროტი - მარცხენაში. საღამოს დავითვლი ქვებს და თუ მარჯვენა კალათში უფრო მეტი ქვა აღმოჩნდება - პურს ვჭამ, თუ არადა - არა. ხოლო დილით თუ კვლავ ბოროტი გულისთქმა მომივა, ვეუბნები საკუთარ თავს: "ხედავ, რას შვრები, კვლავ მშიერი დარჩები!"

ბეჭდვა
1კ1