ბილწი გულისთქმები განგვაშორებს ღვთისაგან
ბილწი გულისთქმები განგვაშორებს ღვთისაგან
სკიტელმა ხუცესმა (მღვდელმონაზონმა და ეგვიპტის სკიტის ოთხი ეკლესიის წინამძღვარმა) შემთხვევით ერთი ღამე ერთ ბერდიდთან გაატარა. იხილა ბერისა და მისი მოწაფეების მოსაგრე ცხოვრება, ხუცესმა ჰკითხა, - ღვთისგან რაიმე გამოცხადება თუ გაქვსო. ბერდიდმა - არაო. მაშინ ხუცესმა უთხრა: "ჩვენ მცირე ლოცვას აღვავლენთ და ღმერთი ყველა საიდუმლოს გვიმჟღავნებს, თქვენ კი ამდენი ღამისთევის ლოცვების, მარხვის, დაყუდების მერე ამბობთ, რომ ღმერთი არანაირ საიდუმლოს არ გიმხელთ. ეს იმიტომ, რომ ცოდვიანი გულისთქმები გაქვთ, რომელიც განგაშორებთ ღვთისგან და ღმერთიც თავის საიდუმლოებებს არ გიმხელთ". მამებმა ეს რომ მოისმინეს, გაოცებულებმა ერთმანეთს უთხრეს: "ბილწი გულისთქმები განგვაშორებს ღვთისაგან".

ბეჭდვა
1კ1