სად იყავი აქამდე, ჩემო ტკბილო იესო!
სად იყავი აქამდე, ჩემო ტკბილო იესო!
წმინდა ეკატერინე სინელს დიდი ხნის მანძილზე გმობისა და სიბილწის გულისთქმები აღაშფოთებდნენ. როცა უფალი გამოეცხადა და ეშმაკები განდევნა, შეჰღაღადა: "სად იყავი, აქამდე, ჩემო ტკბილო იესო". უფალმა უპასუხა: "შენს გულში". წმინდანმა ჰკითხა: "ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, ჩემი გული ხომ ბილწი გულისთქმებით იყო სავსე?" უფალმა უპასუხა: "იმიტომ ვიყავი შენს გულში, რომ შენ ეს ბილწი ფიქრები არ შეიტკბე, მათ განდევნას ცდილობდი, ძალა არ შეგწევდა, წუხდი და ამით გულში ადგილს მითავისუფლებდი".

ბეჭდვა
1კ1