ივერიის სიყვარულისთვის
ივერიის სიყვარულისთვის
ივერიის სიყვარულისთვის რუსეთის გზას გაუყენეს წმინდა კირიონი. ავადმყოფსა და დაქანცულ მღვდელმთავარს ყინულივით ცივი ოთახი მიუჩინეს, სადაც ერთადერთი ხის ტახტი იდგა. ტახტი მანამდე ეზოში მდგარიყო და თოვლი შეჰყინვოდა. მორჩილს ყინული ნაჯახით დაუმტვრევია, ზედ თავისი ანაფორა გაუშლია და ასე მოუსვენებია მღვდელმთავარი...

* "სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული - სამშობლოს, ხოლო სხეული, დე, თქვენი იყოს, მტარვალნო!" - წმინდა ამბროსი ხელაიას ეს ისტორიული სიტყვები მართლაც რომ სიმბოლოა იმდროინდელ ქართველთა სარწმუნოებისა.

ბეჭდვა
1კ1