სარკინოზთა წინაშე უშიშრად აღიარა მაცხოვარი
სარკინოზთა წინაშე უშიშრად აღიარა მაცხოვარი
პირველი ცხებული მეფე, ვინც ქრისტესა და მამულისთვის ეწამა, წმინდა არჩილი გახლდათ. მან სარკინოზთა წინაშე უშიშრად აღიარა მაცხოვარი. უღმერთონი არ დაერიდნენ არც მის მეფობას, არც მშვენიერებას; კადნიერად გაიყვანეს გარეთ "წმიდაი იგი ვერძი... ჭეშმარიტად მსხვერპლი ცოდვათათვის სამეფოისა თვისისა, ჭეშმარიტად მსხვერპლი მითუალული ზეცისა საკურთხეველად და წარკვეთეს სამღვდელოი თავი მისი". მეფის წმინდა ცხედარი დიდი პატივით დაკრძალეს მისსავე აშენებულ ტაძარში.


ბეჭდვა
1კ1