თავი სიკვდილის წინაც არ მოუდრიკა მკვლელებს
თავი სიკვდილის წინაც არ მოუდრიკა მკვლელებს
მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი 1993 წლის 5 ივლისს, წმინდა მეფეთა არჩილისა და ლუარსაბის ხსენების მეორე დღეს დახვრიტეს. მამა ანდრიას კისერში ესროლეს... ნაცვლად იმისა, რომ პირქვე დავარდნილიყო, როგორც, ჩვეულებრივ, ასეთ დროს ხდება ხოლმე, ზურგზე დაეცა, თავი სიკვდილის წინაც არ მოუდრიკა მკვლელებს. სისხლი ოცი წუთი ნაკადულივით მოედინებოდა მისი ნაწამები სხეულიდან და მერეც, დაკრძალვამდე, მთელი სამი დღე, არ შედედებია. სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი შერჩენოდა.

***
იპოდიაკონ გიორგი ანუას წმინდა ვასილისკოს წყაროსთან ერთი დღე-ღამე აწამებდნენ - სცემდნენ, ესროდნენ, მრავალგზის დაჭრეს ფეხებში, ბოლოს ხეზე დაკიდეს და ტყვიით განგმირეს.

ბეჭდვა
1კ1