შეგვინდე, რამეთუ შევცდით უნებლიეთ
შეგვინდე, რამეთუ შევცდით უნებლიეთ
იყო ერთი წმინდა ბერი, ფრიად მშვიდი და ძვირუხსენებელი. ერთხელ მოწაფესთან ერთად სადღაც მიდიოდა, გზა აერია და უნებლიეთ ვიღაცის ყანაში შევიდა. გამოვარდა ყანის პატრონი და ბერებს გინება დაუწყო: "ეს არის თქვენი მონაზვნობა და ღვთისმოშიშება? თქვენ რომ უფლის შიში გქონდეთ, ყანას არ გამითელავდითო". ღირსმა მამამ მშვიდად მიუგო: "კეთილად იტყვი, შვილო, გაკურთხოს ღმერთმა, მაგრამ, ღვთის გულისათვის, შეგვინდე, რამეთუ შევცდით უნებლიეთ". ყანის პატრონს გული ვერ მოულბო მისმა სიტყვებმა, განრისხებული უარესად აყვირდა, წმინდა ბერი კი კვალადცა ლოცავდა და ეტყოდა: "მართალს ამბობ, შვილო, ჩვენ რომ ბერები ვიყოთ, ამას არ ჩავიდენდით, მაგრამ შეგვინდე უფლისთვის, რამეთუ ვცოდეთ". განაცვიფრა კაცი ბერის სიმშვიდემ, ლმობიერჰყო; დავარდა ღირსი მამის ფერხთა წინაშე და უთხრა: "ჭეშმარიტად ღვთის კაცნი ხართ, შემინდეთ თქვენს შორის დამკვიდრებული ღვთის სიყვარულისთვის და მეც თქვენთან წამიყვანეთო". მეყსეულად დაუტევა ყანა და ყოველი მონაგები, შეუდგა ნეტარ მამებს და იქმნა მონაზონი პატიოსანი და წარჩინებული.

ბეჭდვა
1კ1