მარტო ვარ, მაგრამ მაინც მძლევს მრისხანების ვნება
მარტო ვარ, მაგრამ მაინც მძლევს მრისხანების ვნება
ერთი ძმა მონასტერში სხვებთან ერთად ცხოვრობდა და ხშირად მრისხანებდა. ერთხელ იფიქრა, მოდი, უდაბნოში წავალ, იქ ხომ ვეღარავის განვურისხდებიო. ასეც მოიქცა, დატოვა მონასტერი და უდაბნოში დასახლდა. ერთ დღეს წყაროზე წავიდა, ჭურჭელი წყლით აავსო და იქვე დადგა. უეცრად დოქი წაიქცა და წყალი დაიღვარა. ბერმა მეორედ აავსო, მაგრამ დოქი ისევ წაიქცა. მესამედ აავსო განდეგილმა, მაგრამ წყალი მესამედაც დაიღვარა. განრისხდა ბერი, აიღო ჭურჭელი, ქვას დაჰკრა და დაამსხვრია. უეცრად გონს მოეგო - მიხვდა, რომ ბოროტმა დასცინა და თქვა: "აი, მარტო ვარ, მაგრამ მაინც მძლევს მრისხანების ვნება; მაშ, დავბრუნდები მონასტერში. როგორც ჩანს, ყველგან საჭიროა საკუთარ თავთან სიმშვიდითა და მოთმინებით ბრძოლა".

ბეჭდვა
1კ1