ქმენ მოწყალება და როცა ჩხუბს დაგიწყებ, დაითმინე
ქმენ მოწყალება და როცა ჩხუბს დაგიწყებ, დაითმინე
ერთხელ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეიტყო, რომ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მამებს კამათი მოსვლოდათ - ვერ გადაეწყვიტათ, კანონიერად ფლობდა თუ არა იგი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საყდარს. მაშინ წმინდა გრიგოლმა ნებით დაუტევა პატრიარქის ტახტი და განაცხადა: "მე არაფრით ვჯობივარ იონა წინასწარმეტყველს; გადამაგდეთ ზღვაში, რათა დაწყნარდეს ჩემ გამო ატეხილი ღელვაო".

* მამა პავლე და მისი ძმა ტიმოთე ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად კამათობდნენ. ბოლოს მამა პავლემ უთხრა: "დიდხანს უნდა ვიყოთ ასე?" ტიმოთემ უპასუხა: "ქმენ მოწყალება და როცა ჩხუბს დაგიწყებ, დაითმინე, ხოლო როცა შენ წამეჩხუბები, მე დავითმენო". მარ-თლაც ასე მოიქცნენ და დარჩენილი ცხოვრება მშვიდად განვლეს.

ბეჭდვა
1კ1