განცვიფრდნენ მისი მარხვით, ლოცვით და სულის სიწმინდით
განცვიფრდნენ მისი მარხვით, ლოცვით და სულის სიწმინდით
ათონზე, წმინდა ანას სკიტში, მოღვაწეობდა მამა იოაკიმე (1895-1950), ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ბერი. მას ძალზე აწუხებდა ეკლესიის მდგომარეობა, კალენდრის საკითხი. ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის წიაღში შემოჭრილ განმაახლებლობის სულს. როცა ბერძნული და უცხოური გამოცემებიდან შეიტყო, რომ მრავალი მისი თანამემამულე, დიდმოხელე, თვით საბერძნეთის მეფე გიორგი II მასონები გახდნენ, შეწუხებულმა და აღელვებულმა თითოეულ მათგანს უშიშრად მისწერა წერილი მასონობის მავნებლობაზე. მოუწოდა, შეენანებინათ და შებრძოლებოდნენ ღვთისა და მამულის მტრებს. ამის გამო თესალონიკში სასამართლოში გამოიძახეს, სადაც გულწრფელად და ვაჟკაცურად დაამტკიცა ჭეშმარიტება. ათონის მთის ამ გალეული ბერის ღრმა სარწმუნოებამ და ღვთის ერთგულებამ ყველაზე იმოქმედა - გაზეთებშიც კი აღნიშნეს ეს. მან მშვიდად მიიღო სასჯელი და სიხარულით გაუდგა გზას გადასახლების ადგილამდე - ის კუნძულ სკოპელოსზე გადაასახლეს 1941 წლის იანვარში. კუნძულის მცხოვრებნი განცვიფრდნენ მისი მარხვით, ლოცვით და სულის სიწმინდით. მამა იოაკიმემ გერმანელების ოკუპაციისას მოახერხა საყვარელ ათონზე დაბრუნება.

ბეჭდვა
1კ1