მამა თორნიკემ მალევე განკურნა
მამა თორნიკემ მალევე განკურნა
არქიმანდრიტი თორნიკე (გაგი მოსეშვილი) თავდაპირველად ზედაზენს წავიდა მორჩილად. ერთ დღეს მონასტერში მეგობრებმა მიაკითხეს. გაიმართა ტრაპეზი, რომლის დროსაც მონასტრის ეზოში რუსი ცოლ-ქმარი შემოვიდა მხლებლებთან ერთად. როგორც ქართველებს გვჩვევია, მამამ სუფრასთან მიიწვია. ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ მოძღვარს სთხოვა, საქართველოს ისტორიაზე გვესაუბრეთო. მამა გაგი ნაკითხი კაცი გახლდათ, ჩვენი წარსულის ჩინებული მცოდნე, და, ბუნებრივია, საუბარი საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლიდან დაიწყო. როდესაც თამარის ეპოქას შეეხო, საგანგებოდ გამოკვეთა ქალი მეფის როლი.

რუსმა პოლკოვნიკმა ქართველთა სიწმინდე - თამარი უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მოძღვარი განრისხდა, პოლკოვნიკს სილა გააწნა, ამ უკანასკნელმა კი თავი ვეღარ შეიკავა და აგიზგიზებულ ბუხარში ჩავარდა.

სტუმარი სერიოზულად დაშავდა, მაგრამ მამა თორნიკემ მალევე განკურნა.

იგი კა-გე-ბეს თანამშრომელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში საკავშირო უშიშროების კომიტეტმა მოძღვარი საბჭოეთის მოღალატედ და ინგლისის აგენტად გამოაცხადა. იგი კოლიმაზე გადაასახლეს.

ბეჭდვა
1კ1