წმინდა მარკოზი დიდი პატივით მიიღო ბერძენმა ხალხმა
წმინდა მარკოზი დიდი პატივით მიიღო ბერძენმა ხალხმა
XV საუკუნეში ბიზანტიის იმპერიას დიდი საფრთხე ელოდა თურქთაგან. ბერძენმა იმპერატორმა მანუელ პალეოლოგოსმა იფიქრა, რომის პაპის შუამდგომლობით დახმარება მიეღო დასავლეთის ხალხებისგან და ყველანაირად ეცადა, პაპს შეერთებოდა. 1438 წელს ფლორენციაში გაგზავნილმა ბერძენმა ეპისკოპოსებმა იძულებით აღიარეს პაპი თავიანთ წინამძღვრად. უნიას ხელი ბერძენთაგან ეფესოს მიტროპოლიტმა მარკოზმა არ მოაწერა და კრებებზე ამხილა ლათინთა სწავლება. როცა რომის პაპს, ევგენის შეატყობინეს, კრების დადგენილებას მარკოზმა ხელი არ მოაწერაო, თქვა: - გამოდის, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებიაო. საბერძნეთში დაბრუნებული წმინდა მარკოზი დიდი პატივით მიიღო ბერძენმა ხალხმა, რომელსაც უნიის გაგონებაც არ უნდოდა.


ბეჭდვა
1კ1