აღკვეთე ყოველი უსამართლობა შენს სამეფოში
აღკვეთე ყოველი უსამართლობა შენს სამეფოში
როცა ბიზანტიის იმპერატორმა ბასილიმ წმინდა ილარიონ ქართველის მოწაფეებს საცხოვრებლად კონსტანტინოპოლის ნებისმიერი მონასტრის არჩევა შესთავაზა, ღირსსახსოვარმა ქართველმა მამებმა თავაზიანი უარი უთხრეს: - არ შეიძლება, სხვათა აშენებული მონასტერი დავიპყროთ და თქვენს მეფობას წყევა მოვაწიოთ. უკეთუ გნებავს, სადმე უდაბნო ადგილას აგვიშენე ეკლესიაო. მართლაც, მეფემ შვიდ თვეში აუშენა მათ მონასტერი, თვით ბასილის მიჰქონდა თურმე სამშენებლო ქვები. ხელმწიფემ მონასტერი განამშვენა და ქართველ მამებს ჰკითხა, - ჩემი მეფობისგან კიდევ რას ისურვებთო. კონფორმიზმის მოძულე ქართველმა ბერებმა უთხრეს, - აღკვეთე ყოველი უსამართლობა შენს სამეფოში, რათა არა განრისხდეს შენს ზედა უფალი და ტყუილად არ ჩაიაროს ჩვენდამი შენმა გაკეთებულმა სიკეთემო.

ბეჭდვა
1კ1