უმსხვერპლოდ მამულის ღირსების დაცვა შეუძლებელი იყო
უმსხვერპლოდ მამულის ღირსების დაცვა შეუძლებელი იყო
1886 წლის 24 მაისს იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ჩუდეცკი. ჩუდეცკის დაკრძალვაზე ეგზარქოს პავლეს დაუწყევლია მკვლელიც და მისი წარმომშობი ქართველი ერი.

მღვდელმთავრის სიტყვამ აღაშფოთა იმდროინდელი ქართველობა. წმინდა დიმიტრი ყიფიანმა, რამდენადაც შეიძლებოდა, თავაზიანი წერილით მიმართა ეგზარქოსს, სადაც ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. "ამ ფაქტის წინააღმდეგ ხმის ამოღება ადვილი საქმე არ იყო იმ დროში, როდესაც ამგვარ გაბედულებას არავის აპატიებდნენ, რაგინდ დიდი ხარისხის პატრონი ყოფილიყო ეს გაბედული. ამგვარად, ყველასათვის აშკარა იყო, რომ თუ ვინმე იყო ხმის ამომღები, მას თავიც უნდა გაეწირა. უმსხვერპლოდ მამულის ღირსების დაცვა შეუძლებელი იყო", - წერს არჩილ ჯორჯაძე. აკი არ აპატიეს კიდეც და ცივ და სუსხიან შემოდგომის ჟამს, როგორც არასაიმედო, ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ სტავროპოლში გახიზნეს საცხოვრებლად. არც მის ასაკს მიხედეს, არც გვარიშვილობასა თუ რეგალიებს, არც მის დამსახურებას რუსეთის იმპერიისა და იმპერატორის წინაშე და ასე ხელაღებით, როგორც ერთი ავაზაკთაგანი, სამშობლოდან შორს გადაკარგეს. ესეც არ აკმარეს - სტავროპოლში გადასახლებული დიდხანს აღარ აცოცხლეს და 1887 წლის 24 ოქტომბერს მძინარეს გირით გაუჩეჩქვეს თავი. მისი წმინდა სული აღხდა ზეცად და შეიმკო მოწამის გვირგვინით...

ბეჭდვა
1კ1