"მძლია ქიქოძე ბერმა"
"მძლია ქიქოძე ბერმა"
სიმართლის მოყვარული, შეუპოვარი და პირდაპირი იყო წმინდა გაბრიელი (ქიქოძე). ერთხელ, ბატონყმობის გაუქმებამდე, ერთ-ერთი ქადაგებისას მღვდელმთავარმა იგი დაგმო. ტაძრიდან გამოსულს ერთი ხმალამოღებული თავადი დახვდა - აკუწვას უპირებდა, მაგრამ მღვდელმთავარმა მშვიდად ჩაუარა, ეტლი გაუშვა და გზას ფეხით გაუდგა მარტო. "მძლია ქიქოძე ბერმაო", - უთქვამს თავადს. მღვდელმთავრის პირუთვნელი და მართალი ცხოვრება, მის ქადაგებებთან ერთად, გულზე მალამოდ ედებოდა მის სამწყსოს.

ბეჭდვა
1კ1