შესაბრალისია ის, ვინც გაიზარდა და სიცარიელისა ეშინია
შესაბრალისია ის, ვინც გაიზარდა და სიცარიელისა ეშინია
შესაბრალისია ის, ვინც გაიზარდა და სიცარიელისა ეშინია, - ამბობდა მამა პაისი, - ზოგიერთი სულიერი ადამიანი ამბობს: "ჩემს გვერდით ვიღაც მოკვდა და ამის გამო მუდმივად შიშს განვიცდიო". მთხოვენ, მათთვის ვილოცო, რომ ეს შიში გაშორდეთ. ვპასუხობ: "აქ ადამიანები ცდილობენ მუდამ სიკვდილის ხსოვნა ჰქონდეთ. შენს გვერდით ვიღაც მოკვდა და გინდა, რომ ეს შიში მოიშორო?!"

* მამა პაისივე ამბობდა: "რაც უფრო მშიშარაა კაცი, მით მეტად გამოცდის მას მტერი. ვისაც ცხოვრება უძნელდება შიშისგან, უნდა გმირულად განაძეოს იგი. პატარაობისას კონიცის სასაფლაოს გვერდით ჩავლისა მეშინოდა. ამიტომაც სამი ღამე სასაფლაოზე მეძინა და ეს შიში მომშორდა. ჯვარს ვისახავდი. როცა სასაფლაოზე წავედი, ფარანიც არ წამიღია, რომ არავინ შემეშინებინა".


ბეჭდვა
1კ1