ღმერთს მშიშრები და ლაჩრები არ უყვარს
ღმერთს მშიშრები და ლაჩრები არ უყვარს
"მახსოვს, ბავშვობაში ძალზე იმოქმედა ჩემზე იმქვეყნიური ხვედრის შეუცვლელობამ და უკუნისობამ, - ჰყვება მამა ნიკონ ოპტელი, - ჩემი ბავშვური გონება იკარგებოდა ამ ფიქრში. ერთი სიტყვა - "არ ექნება დასასრული" - მაძრწუნებდა. ახლა ამგვარ აზრს სრულიად გულგრილად ვუცქერი. ახლა უკვე სოფელი მაშინებს. ეს მოძღვარს (წმინდა ბარსანოფი ოპტელს) ვუთხარი. დამარიგა: "მხოლოდ ცოდვის უნდა გვეშინოდეს (სოფლისა, რა თქმა უნდა, მეშინია, ვინაიდან ის ყოველთვის ყველას ცოდვისკენ მიდრეკის საბაბს აძლევდა, სავსეა განსაცდელებით, რომელთა შეწინააღმდეგებაც არ შემიძლია). წმინდა წერილში ნათქვამია, ლაჩრები ღმერთს არ უყვარსო. არავინ უნდა იყოს მშიშარა და ლაჩარი, ღვთისა უნდა ეიმედებოდეს. ღმერთს მშიშრები და ლაჩრები არ უყვარს, ვინაიდან ისინი ახლოს არიან გულგატეხილობასა და სასოწარკვეთასთან. ეს კი სასიკვდინე ცოდვაა. მშიშარა და ლაჩარი უფსკრულის პირას დგას. ჭეშმარიტი ბერისთვის უცხო უნდა იყოს ასეთი განწყობა".

ბეჭდვა
1კ1