შევიდა მარტო ხანძთის ტაძარში და ღმერთს სამართალს ევედრებოდა
შევიდა მარტო ხანძთის ტაძარში და ღმერთს სამართალს ევედრებოდა
წმინდა გრიგოლ ხანძთელის ინიციატივით ეპისკოპოსისგან განკვეთილმა უწესო ცქირმა მძლავრობით დაიბრუნა ეპარქია და თავის ხალხს უბრძანა, მზის ამოსვლისას ხანძთის ტაძარი დაანგრიეთო. წმინდა გრიგოლმა ამ ხალხს სთხოვა, შუადღემდე ლოცვა გვაცალეთო. შევიდა მარტო ხანძთის ტაძარში და ღმერთს სამართალს ევედრებოდა. უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ცქირის სიკვდილი აუწყა. გამოვიდა და ცქირის გამოგზავნილ ხალხს (რომელსაც არ სურდა ამ ბრძანების ასრულება) უთხრა: ნუღარ გეშინიათ თქვენი აქ მომავლინებლისა, რამეთუ დღეს უფალმა რისხვით მოკლაო. გაიხარა ხალხმა და ხანძთელ მამებთან ერთად ტრაპეზი გაიზიარა.

ბეჭდვა
1კ1