მის ცხოვრებას მორწმუნეებს მაგალითად დაუსახავდნენ
მის ცხოვრებას მორწმუნეებს მაგალითად დაუსახავდნენ
წმინდა პელაგია ქალწული IV საუკუნეში ცხოვრობდა ასურეთის ქალაქ ანტიოქიაში. ყოფილა მდიდარი ოჯახის შვილი, ქრისტიანი. ავადსახსენებელ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანთა დევნა დაიწყო. პელაგიას შესაპყრობად ქალაქის მთავარმა ჯარისკაცები გაგზავნა, რომელთაც სახლი ალყაში მოაქციეს. არაწმინდა სურვილით ანთებული ჯარისკაცები 15 წლის პელაგიას ნამუსის ახდასაც უპირებდნენ. ქალწული შეევედრა ჯარისკაცებს, მცირე ხნით მოეცადათ. თვითონ კი ავიდა სალოცავ ადგილას, აღაპყრო ხელნი, ილოცა; მერე, ქალწული რომ ჩაბარებოდა უფალს, გადმოეშვა სახლის ზედა სართულიდან და აღესრულა. პელაგია ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მის ცხოვრებას მორწმუნეებს მაგალითად დაუსახავდნენ წმინდა ამბროსი მედიოლანელი და წმინდა იოანე ოქროპირი.

ბეჭდვა
1კ1