იფიქრე, რა გელის ზეცაში
იფიქრე, რა გელის ზეცაში
ერთ ახალბედა ბერს მეტად მძვინვარედ დაესხა თავს ეშმაკი. მოძღვარმა მამა ეგნატემ ის ასე დაარიგა: "შვილო ჩემო, ეს სოფელი ფუჭი და წარმავალია. ნურც ბრძოლის შეგეშინდება. მცირედი ღვაწლიც კი დიდ გვირგვინს მოგიხვეჭს. იფიქრე, რა გელის ზეცაში, სადაც ენით გამოუთქმელი სიხარული და ნეტარება სუფევს! მოითმინე, ყურადღებით ადევნე თვალი საკუთარ თავს, მუდამ მზად იყავი, გული ქრისტეს მიუძღვნა. გიყვარდეს ის, რომელმაც ჯერ თვითონ შეგიყვარა". დაითმინა ყველა განსაცდელი ბერმა და შემდგომში წმინდა მამა შეიქმნა. იგი დიონისეს მონასტრის არქიმანდრიტი გაბრიელი გახლდათ.

ბეჭდვა
1კ1