გაქრისტიანდით!
გაქრისტიანდით!
ღირსი ანტონი ერთ მთაზე მღვიმეში იყო დაყუდებული, ერთხელაც მასთან ორი წარმართი ფილოსოფოსი მოვიდა დაცინვის განზრახვით. წმინდა ანტონმა თარჯიმნის პირით ჰკითხა: "ბრძენო კაცნო, რად დაადექით ასეთ გრძელსა და ძნელ გზას და ჩემთან მოხვედით, უგუნურ კაცთან?" "შენ უგუნური კი არა, სრულყოფილი ბრძენი ხარ", - უპასუხეს მათ. "თუკი ასეა, თქვენი სიკეთე და მოვალეობა მავალდებულებს, რომ დაგმოძღვროთ, როგორც ბრძენმა, ვისთანაც სასწავლებლად მოხვედით. და აი, გეტყვით: გაქრისტიანდით", - უთხრა მათ ღირსმა ანტონიმ. უეცარი სიტყვისმიგებით განცვიფრებული ფილოსოფოსები იქაურობას გაშორდნენ.

ბეჭდვა
1კ1