ბევრი იტირა მამა ეპიფანემ, როცა განუცხადეს ღვთის ნება
ბევრი იტირა მამა ეპიფანემ, როცა განუცხადეს ღვთის ნება
წმინდა ეპიფანემ კვიპროსზე მოინახულა წმინდა ილარიონ დიდი და მერე გემით ქალაქ ასკალონისკენ გაცურა. ამოვარდნილმა ქარმა ხომალდი ქალაქ სალამინში მიიყვანა. ამ დროს აქ ეპისკოპოსები, უხუცესი მღვდელმთავრის, პაპიას ხელმძღვანელობით, სალამინის გარდაცვლილი მღვდელმთავრის მაგივრად ახალი ეპისკოპოსის არჩევას აპირებდნენ. ევედრებოდნენ ღმერთს, გამოეჩინა შესაფერისი კანდიდატურა. შემოდგომა იდგა, რთველი იყო გაჩაღებული. წმინდა ეპიფანემ სულიერი შვილები ბაზარში ყურძნის საყიდლად შეიყვანა. ამ დროს მასთან მივიდა მეუფე პაპია და მიმართა, რომ ეკლესიაში გაჰყოლოდა. თურმე მას უფალი გამოსცხადებია და უთქვამს, წასულიყო ბაზარში, სადაც იხილავდა ბერ ეპიფანეს ორ მოწაფესთან ერთად. ეპიფანე, რომელიც ელისე წინასწარმეტყველს ჰგავს, ეპისკოპოსად აკურთხეო. ბევრი იტირა მამა ეპიფანემ, როცა განუცხადეს ღვთის ნება, მაგრამ როგორც უფლის ჭეშმარიტ შვილს შეშვენოდა, დაემორჩილა მას.

ბეჭდვა
1კ1