ცრემლითა და განცდებით ვერაფერს შეცვლი
ცრემლითა და განცდებით ვერაფერს შეცვლი
ქორწინებიდან რვა წელი გავიდა და გიორგისა და არქონდულას შვილი არ შესძენიათ. "მოითმინე, ეს ღვთის ნებაა, - ამშვიდებდა ქალს ქმარი, - ცრემლითა და განცდებით ვერაფერს შეცვლი. ქორწინების მიზანი ხომ მარტო შვილების გაჩენა არ არის, ეს, უპირველესად, გზაა სულიერი ზრდისაკენ..." ქალიც ბევრს ლოცულობდა, განსაკუთრებით ევედრებოდა წმინდა იოანე რუსს, მაგრამ ლოცვის ნაყოფი არ ჩანდა. ერთხელ არქონდულამ ეკლესიაში წმინდა იოანეს ხატის წინ წარმოთქვა: "რა დაგიშავე, წმინდა იოანე, ასე რომ გეჯავრები? რატომ არ მარგუნებს უფალი სიხარულს? მითხარი, წმინდა იოანე, გეჯავრები?" იმავე ღამეს, როცა არქონდულა დასაძინებლად დაწვა, ოთახში წმინდა იოანე შემობრძანდა და უთხრა: "არქონდულა, როგორ ილოცე დღეს? წმინდანები არასოდეს არავის შეიძულებენ, ჯერ არ არის ღვთის ნება, რომ დედა გახდე. ორი წლის მერე სიხარული გეწვევაო". ორი წლის შემდეგ პირველი შვილის სიხარულს კიდევ ორი მოჰყვა და ბავშვების ჟრიამულმა აავსო სახლი.

ბეჭდვა
1კ1