ნუთუ საერთოდ არ გადიხართ კალივიდან?
ნუთუ საერთოდ არ გადიხართ კალივიდან?
მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება: ათონზე, წმინდა ხარლამპეს სახელობის კალივაში, ერთი ღვთისმოშიში ბერი, მამა გაბრიელი ცხოვრობდა. ერთმა ავაზაკმა იფიქრა, რომ ბერს ფული ექნებოდა. თითქმის ერთი კვირა ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა ბერი თავისი სენაკიდან, რათა თავს დასხმოდა. როგორც შემდეგ თვითონვე ჰყვებოდა, შვიდი დღე უცადა, მაგრამ კალივიდან არავინ გამოსულა, არც დღისით, არც ღამით. იქნებ კელიაში არავინ არისო - მივიდა და კარზე დაუკაკუნა. კარი მამა გაბრიელმა გაუღო, შიგნით შეიპატიჟა - რაზე გარჯილხარ, შვილოო. ყაჩაღმა შეხედა ბერს და ჰკითხა, - მამაო, კალივაში იყავი ეს ხანი თუ სადმე ბრძანდებოდიო. ბერმა თავისი უბრალოებით მიუგო, - არ მჩვევია კალივის დატოვებაო. "ნუთუ საერთოდ არ გადიხართ კალივიდან?" - განცვიფრდა ყაჩაღი. სამწუხაროდ, რადგან ფეხისალაგი გარეთ მაქვს, ხშირად ზამთარშიც კი იძულებული ვარ, გამოვიდე ამ ჩემი ბერული სხეულის გამოო, - უპასუხა ბერმა. ეს ფეხისალაგი იქ იდგა, სადაც ყაჩაღი იყო ჩასაფრებული, მაგრამ იქ მისული ბერი მას არ უნახავს. ამ ამბავმა ისე გააკვირვა და გული ისე მოულბო, აცრემლებულმა მოხუცს მოუყვა თავისი განაზრახი და შენდობა სთხოვა. მას მერე ნაყაჩაღარი წმინდა ბერს აღარ გაშორებია, აღიკვეცა ბერად და მამა გაბრიელის მორჩილებაში, სინანულსა და მოსაგრეობაში დაასრულა სიცოცხლე.

ბეჭდვა
1კ1