თქვი ის, რასაც წმინდა მამები წერდნენ
თქვი ის, რასაც წმინდა მამები წერდნენ
დიაკონი დიმიტრი ჰყვება მამა პორფირესთან ათონზე შეხვედრას: "მამა პორფირემ მაშინ ახალგაზრდა ფილოსოფოსს ბაღში გასეირნება შემომთავაზა. ჩვენ დავდიოდით და ვსაუბრობდით ნაცნობ თემებზე. მოძღვარმა, რომელსაც დაწყებითი სკოლის სამი კლასი ჰქონდა დამთავრებული, უღრმესი ცოდნა გამოამჟღავნა, ის საუბრობდა სოკრატეს, პლატონის, დეკარტეს, სპინოზას, ჰაიდეგერის შეხედულებებზე. მიმითითებდა, თუ სად იყვნენ მართლები და სად ცდებოდნენ. მან რაღაც წარმოუდგენელი სახით გაიარა მთელი გზა ჩემი მრავალწლიანი გამოკვლევებისა. უფრო მეტიც, დამეხმარა ზოგიერთი რთული ფილოსოფიური პრობლემის გარკვევაში, რომელიც ან ცხადად არ ჩამოვაყალიბე, ანდა არ ვიცოდი, როგორ გადამეჭრა! მერე კი მითხრა: "გვეყოფა ფილოსოფია, მორჩი ერისკაცული ლიტერატურის კითხვას. იკითხე წმინდა მამები. ფილოსოფია მხოლოდ შეკითხვას სვამს და არ პასუხობს მას. პასუხს მხოლოდ მართლმადიდებლური რწმენა იძლევა. ბასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა უპასუხეს ძველი ბერძენი ფილოსოფოსების შეკითხვებს (თანამედროვე ევროპული ფილოსოფია ძველბერძნულია, ერთგვარად გადასხვაფერებული). მომავალში, როცა ფილოსოფიურ სფეროში რაიმე საკითხის გადაჭრა მოგინდება, თქვი ის, რასაც წმინდა მამები წერდნენ".

ბეჭდვა
1კ1