რაც ადრე შეუძლებელი მეჩვენებოდა, სავსებით შესაძლებელი გახდა...
რაც ადრე შეუძლებელი მეჩვენებოდა, სავსებით შესაძლებელი გახდა...
წმინდა კვიპრიანე კართაგენელიც წარმართთა ოჯახში დაიბადა, იმ დროისთვის კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავი ორატორი და ჩინებული ვექილი დადგა. მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას თვითონაც ბევრი შემატა. რაკი არ უჭირდა, ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, ვნებებს დამონებული.

ამბობენ, რომ ვიდრე 46 წელი არ შეუსრულდა, კვიპრიანე წარმართი იყო. ჯერ კიდევ მაშინ გრძნობდა ვნებათა დამღუპველობას, შემდეგ სადღაც ტერტულიანეს ნაწერი წაიკითხა, რომელმაც წარმართთა ღმერთები საბოლოოდ შეაძულა და გადაწყვიტა, გაქრისტიანებულიყო. ქონება გლახაკებს დაურიგა და მოინათლა. შემდეგ წმინდა მღვდელმთავარი იხსენებდა: "როცა ნათლისღების ცხოველმყოფელმა წყლებმა განბანეს ჭუჭყი ჩემი ცხოვრებისა, განწმენდილ და განმართლებულ გულში ჩამეღვარა ზეციური ნათელი, მივიღე სულიწმინდა და ახალი კაცი გავხდი. მაშინ სასწაულებრივად დავრწმუნდი იმაში, რასაც ადრე მხოლოდ ვეჭვობდი. ბნელი გაიფანტა, ღვთის საიდუმლონი თვალწინ გადამეშალა, რაც ადრე შეუძლებელი მეჩვენებოდა, სავსებით შესაძლებელი გახდა..."

ბეჭდვა
1კ1