მე სახარების მსახური უნდა გამოვიდე
მე სახარების მსახური უნდა გამოვიდე
ერთი ამბავი თანამედროვე მამის, არქიმანდრიტ ეპიფანეს (თეოდოროპულოსი) ცხოვრებიდან უნდა მოგითხროთ: უფროსკლასელი ეთეოკლისი (ასე ერქვა მაშინ) პაპადიმიატისის რომანს, "მკვლელ ქალს" კითხულობდა. შეძრწუნებულმა დედამისმა ჰკითხა: - შვილო, ეს რა წიგნებს კითხულობ?! ორიოდე ფურცელი წავიკითხე და შემეშინდა. შენც თავი ანებეო. "დეიდა, - უპასუხა მან, - მე სახარების მსახური უნდა გამოვიდე, ამიტომ ისიც უნდა წავიკითხო, რასაც სხვები კითხულობენ, რომ მერე, დიდობაში, ვესაუბრო და ვუპასუხო მათ შეკითხვებს".

* ცნობილი ფილოსოფოსი ბეკონი წერდა: "მცირე ცოდნა აშორებს ღმერთს, ბევრი კი მიაახლოებს მას".

* იტალიელი ასტრონომის ანჯელო სეკის საფლავის ქვაზე წერია: "ზეცის ცქერიდან უმოკლესი გზა ღმერთამდე".

ბეჭდვა
1კ1