გადმოსახლების მიზანი ზიარებისათვის ღირსეულად მომზადება იყო
გადმოსახლების მიზანი ზიარებისათვის ღირსეულად მომზადება იყო
როგორც უწმინდესი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე მოგვითხრობს, ძველად ზოგიერთი სამრევლო ტაძრის გალავანში იდგა რამდენიმე სენაკი , რომლებიც ამა თუ იმ ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. ვნების კვირასა და მარიამობის მარხვაში (ზოგჯერ დიდი დღესასწაულების წინა დღეებშიც) აქ გადმოსახლდებოდნენ ხოლმე ოჯახის ის წევრები, რომლებიც ზიარებისთვის ემზადებოდნენ (განსაკუთრებით - ხნიერნი), თუმცა მათი სახლები ტაძრიდან შორს არ იყო. საფერისცვალებოდ სენაკში უმეტესად მამაკაცები ცხოვრობდნენ, სამარიამობოდ კი - ქალები. პირველთ საჭმელ-სასმელს შინიდან უზიდავდნენ, მეორენი კი თვითონვე იმზადებდნენ. ქალებთან იყვნენ ბავშვებიც. გადმოსახლების მიზანი ზიარებისათვის ღირსეულად მომზადება იყო.

"გადმოსახლების" სურვილმა წარმოშვა არანამდვილი მონასტრები, სადაც უკურთხებელი მონაზვნები ცხოვრობდნენ. ხშირად ისინი მთელ ცხოვრებას მონასტერში ატარებდნენ, თუმცა მონაზვნად არ იყვნენ ნაკურთხნი. მათ თავიანთი მორჩილები (შეგირდები) ჰყავდათ, რომელთაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, გალობას, ჭრა-კერვას, ქსოვასა და ქარგვას. ეს "მონაზვნები" იყვნენ მსახურნი ეკლესიისა, კერავდნენ, ქსოვდნენ და ქარგავდნენ სამღვდელო შესამოსლებს, გარდამოხსნას, დაფარნებს, ჩამოქნიდნენ სანთლებს, უვლიდნენ ტაძარს და მის გარემოს.

ბეჭდვა
1კ1