დედამ ღუმელთან მიირბინა და შვილი სრულიად უვნებელი იხილა
დედამ ღუმელთან მიირბინა და შვილი სრულიად უვნებელი იხილა
იუსტინიანეს მეფობისას კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა მინის ოსტატი ურია. მან თავისი ერთადერთი ვაჟი სოფიის სასწავლებელში მიაბარა. ერთხელაც ეკლესიის ჭურჭლის მცველმა ბავშვებს ნაკურთხი პური აჭამა. ებრაელმა ბიჭმაც შეჭამა. ეს რომ ურიამ გაიგო, გაცოფდა და საკუთარი შვილი ანთებულ ღუმელში შეაგდო. დედამ ღუმელთან მიირბინა და შვილი სრულიად უვნებელი იხილა. ყრმამ უთხრა, - პორფირით მოსილი ქალი მოვიდა, ცეცხლი ჩააქრო, თან გამამხნევა, - ნუ გეშინიაო. დედა პატრიარქთან მივიდა და მონათვლა სთხოვა. პატრიარქმა ის მეფის წინაშე წარადგინა. მეფემ უხმო მამას და შეაგონებდა ქრისტიანი გამხდარიყო, მაგრამ ვერ დააჯერა. მაშინ მეფემ ურია შვილის მკვლელობისთვის დასაჯა. დედა და ყრმა პატრიარქმა მონათლა, ქალი მგალობელი გახდა, შვილი კი წიგნის მკითხველი.

ბეჭდვა
1კ1