ცუდი რა გამიკეთებია შენთვის, რომ დამცინი და მლანძღავ
ცუდი რა გამიკეთებია შენთვის, რომ დამცინი და მლანძღავ
ლიბანის ფინიკიის ერთ-ერთი ქალაქის თეატრში კომედიანტი გაიანი განასახიერებდა ღვთისმშობელს და ამით შეურაცხყოფდა მას.
ერთხელ ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: - ცუდი რა გამიკეთებია შენთვის, რომ დამცინი და მლანძღავო. გაეღვიძა კომენდანტს, თუმცა გონს ვერ მოვიდა და უფრო შეურაცხყოფდა მას. კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი და ისევ გააფრთხილა, მაგრამ ამაოდ, მესამედაც გამოეცხადა და მაინც არ გამოსწორდა. ერთხელ, შუადღისას, დასვენების დროს, უფლის დედა გამოეცხადა და უსიტყვოდ ხელ-ფეხზე თითი დაუსვა. როცა გამოეღვიძა კომენდანტმა იგრძნო, რომ ხელ-ფეხი წართმეოდა და კუნძივით იწვა. საცოდავი ამის მერე ყველას უყვებოდა, თუ როგორ დაისაჯა მკრეხელობის გამო.
ბეჭდვა
1კ1